გიორგი გახარია - საქართველოს ისტორიაში პირველად, მივიღეთ 9 პოლიტიკური გაერთიანება და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი

გიორგი გახარია - საქართველოს ისტორიაში პირველად, მივიღეთ 9 პოლიტიკური გაერთიანება და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი

access_time2020-12-23 15:30:00

რეალურად, სად ვართ დღეს ჩვენ, პოლიტიკური პროცესის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს იქნება შედეგი, ეს იქნება ის, რაც დარჩება, როგორც შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება, რომ მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ" მიიღო კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გახდა ბევრად უფრო დემოკრატიული და საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვალა.

„ჩვენ დღეს გვაქვს ბევრად უფრო პროპორციული სისტემა და პირველად ქვეყნის ისტორიაში, საკანონმდებლო დონეზე, დადასტურდა, რომ 2024 წლის არჩევნები იქნებოდა სრულად პროპორციული. საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში, პოლიტიკური პლურალიზმი, როგორც ასეთი, არის დაკანონებული და ხდება პოლიტიკური პროცესის ძირითადი მდგენელი. ეს, ჩვენმა მოქალაქეებმა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გაიგეს ზედმიწევნით ზუსტად. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს, ასეთი რაოდენობის მოქალაქე მივიდა და მისცა ხმა, პანდემიის პირობებში. დაახლოებით 2 მლნ ადამიანი მივიდა და რას მისცეს მათ ხმა? მათ მისცეს ხმა, მეტ პლურალიზმს პარლამენტში, მეტ წარმომადგენლობას პარლამენტში და საბოლოო ჯამში, თითოეულ თქვენგანს და იმ ბატონებსაც, რომლებიც დღეს აქ არიან, მისცეს კონკრეტული დავალება, მათ შორის ჩვენც, რომ გაუმკლავდით ამ კრიზისს, მართეთ ქვეყანა ერთად და იზრუნეთ ჩვენზე ერთად. ეს არის პასუხისმგებლობა. ელემენტარულად, ამ პასუხისმგებლობის დელეგირება მოხდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ რა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, მივიღეთ 9 პოლიტიკური გაერთიანება, არ ვამბობ 1992-1993 წლის პარლამენტი იყო, მაშინ საერთოდ დემოკრატიის არანაირი გამოცდილება არ არსებობდა ქვეყანაში. 9 პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პარლამენტში და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს. შეუძლებელია ამაზე ადეკვატური პასუხის გაცემა და საპირისპირო მხრიდან იყოს აშკარად პროცესი სახელმწიფო ინსტიტუტების და თვითონ სახელმწიფოს დელეგიტიმაციის, რომელიც დღეს, ყოველდღიურად გრძელდება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


პრემიერის განცხადებით, ამ ყველაფერს, შემდგომი არჩევნების პირობებშიც, საქართველოს მოქალაქე შესაბამის შეფასებას მისცემს.

„საბოლოო ჯამში, მე ასე ვაფასებ ამ პოლიტიკურ პროცესს, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვერ ვაიძულებთ, იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და განახორციელოს ის მანდატი, ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც მას საქართველოს მოქალაქემ დააკისრა. ამას ხომ ძალით ვერ გავაკეთებინებთ ადამიანს, ეს მათი პოლიტიკური არჩევანის საკითხია. ამ პოლიტიკურ არჩევანს, ნაბიჯს და გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე, როგორც კი მას ეს შესაძლებლობა ექნება და ექნება შემდგომი არჩევნების პირობებში, ვგულისხმობ მუნიციპალურ არჩევნებს, შესაბამის შეფასებას მისცემს. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up