„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ევროპარლამენტში სრული აღქმა აქვთ, რომ ქართველი ხალხის 31 ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებს.
კანდელაკის თქმით, დიდი დრო დასჭირდა გაყალბების მასშტაბის აღქმასა და ოქმებში არსებული რიცხვების სისტემატიზაციას.
„მთავარი, რასაც აჩვენებს ევროპარლამენტის წამყვანი ფიგურების განცხადება, არის ის, რომ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, უკვე გაიგეს, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან სერიოზული. მართალია დრო დასჭირდა ამ მასშტაბის აღქმას, რადგან ოქმებში არსებული ზღვა რიცხვების სისტემატიზაციას დრო დასჭირდა, მაგრამ განცხადებაც სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ წამყვან ფიგურებს ევროპარლამენტში აქვთ სრული აღქმა იმის, რომ ქართული საზოგადოება 31 ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებს. ეს არის მნიშნელოვანი გარემოება და ეს რეალობა საქართველოს მხარდამჭერებში უკვე სახეზეა,“ - განაცხადა კანდელაკმა.
IPN.GE