გიორგი კახიანი - როცა ვისმენთ განცხადებებს, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს

გიორგი კახიანი - როცა ვისმენთ განცხადებებს, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს

access_time2021-11-15 13:10:00

„ქართული ოცნების” წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სრულად უზრუნველყოფს მის რეაბილიტაციას და ამ ფონზე სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა აჩენს კითხვებს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს.


როგორც კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება დაცულია და აქედან გამომდინარე, “შიმშილობის გაგრძელება გაუგებარია”.


„პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო, რომელიც მოუწოდებს მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. რაც შეეხება იმას, რამდენად უსაფრთხოდ მოხდება მისი შიმშილობის შემდეგი მკურნალობა და რამდენად იქნება ეს შედეგიანი, პენიტენციური დაწესებულება ამბობს, რომ ის დაწესებულება, სადაც სააკაშვილი იმყოფება, არის სრულიად მობილიზებული იმისთვის, რომ შიმშილობის შემდეგ მისი რეაბილიტაცია მოხდეს. პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.


როდესაც ამ ფონზე ვისმენთ განცხადებებს, რომ ის უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს, მაშინ როდესაც სააკაშვილის რეაბილიტაცია სავსებით შესაძლებელია იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება. აჩენენ კითხვებს, თითქოს ეს გადაყვანა ემსახურება სხვა მიზნებს და შესაძლოა, ამას მოყვეს გარკვეული პროვოკაციები. იმავდროულად სახელმწიფო უწყებები ამბობენ, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება ნაკლებად იქნება დაცული კერძო კლინიკაში, ვიდრე ის ამჟამად იმყოფება. ამ დაწესებულებაში მისი უსაფრთხოება სრულადაა დაცული. ამ ფონზე შიმშილობის გაგრძელება გაუგებარია ”,- განაცხადა კახიანმა.



რაც შეეხება იმას, რომ გუშინ შიმშილობა გამოაცხადა პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა წევრმა, კახიანი ამბობს, რომ მათი მოთხოვნა “გამართლებული არაა”, თუმცა შიმშილობა “პოლიტიკური აქტია და მათ ამის უფლება აქვთ”.


კახიანმა ასევე უპასუხა კითხვას გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ “პატიმარ სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეოკადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც”. კახიანის თქმით, ვიდეო კადრების გავრცელება მოსაწონი არაა, თუმცა სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები, დაცულია.


“მის მიმართ არის მცდელობა, რომ უფლებები რაც პატიმარს აქვს, დაცული იყოს და ეს უფლებები დაცულია. რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, ვერავისთვის იქნებოდა მოსაწონი და ბუნებრივია, არც ჩემთვისაა მოსაწონი. სასურველი იქნებოდა ამას სხვა ფორმა ჰქონოდა, მაგრამ უფლებების თვალსაზრისით, როდესაც მის მიმართ არაერთხელ იყო თხოვნა, რომ დამორჩილებოდა ადმინისტრაციის თანამშრომლების მოთხოვნებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს არ ჰქონდათ სხვა გამოსავალი და იმოქმედეს ისე, როგორც ცნობილია. მთლიანობაში, ვფიქრობ, პატიმრის უფლებები დაცულია და სახელმწიფომ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ყველა ამ უფლების თვალსაზრისით თანასწორი იყოს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა მსჯავრდებული”,- განაცხადა კახიანმა.


შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 46-ე დღეა. ამასთან, პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს. ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up