არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესში ვიქნები. რა სტატუსით და რა ფორმით, ამაზე ვმუშაობ, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს „ლეიბორისული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეკრების დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ჩემი მიზანია, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული დემოკრატია. არ შეიძლება საქართველო წლების განმავლობაში მოძრაობდეს რაღაც გაუგებარი დაპირისპირების ფონზე, ერთმანეთის წინააღმდეგობით იყოს პოლიტიკური პროცესი განპირობებული და არა რაღაც მიზნისთვის. ესაა ჩემი მიზანი, როგორ მივაღწევ, ამას ვნახავთ. მჯერა, რომ ოპოზიციური ერთობა ჩამოყალიბდება მაჟრიტარობაზე. მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად, მე მინდა უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რომელზეც მქონდა საუბარი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი, ნიშნავს, რომ იმ უბანში ვიქნები ჩაკეტილი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა.
imedinews.ge