გიორგი მარგველაშვილი - ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა - საპატრიარქოს პრაიდის, ხელისუფლებას კი ოპოზიციის და მედიის, ყველამ თავისი ჟინი დაიკმაყოფილა

გიორგი მარგველაშვილი - ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა - საპატრიარქოს პრაიდის, ხელისუფლებას კი ოპოზიციის და მედიის, ყველამ თავისი ჟინი დაიკმაყოფილა

access_time2021-07-06 22:20:00

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დეკლარირებულად, „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქცია იმართება კონკრეტული უფლებადამცველი ჯგუფების წინააღმდეგ, თუმცა რეალური მსხვერპლი ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო ადამიანები და სტრუქტურები არიან.


როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებისთვის ბოლო ბარიერი მედიაა და თავისუფალი სიტყვა თავდასხმის ობიექტია.


„აქცია იმართება კონკრეტული უფლებადამცველი ჯგუფის წინააღმდეგ, ეს დეკლარირებულია, მაგრამ აქციის რეალური მსხვერპლი არიან ის ადამიანები ან სტრუქტრები, რომლებიც არიან ამ კონკრეტული ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო.


დაიწყო იმ კარვების დარბევით, რომელსაც საერთო არ ჰქონდა პირველად გამოცხადებულ თავდასხმის მიზანთან - ლგბტ თემის უფლებადამცველ ჯგუფებთან. დაარბიეს კარვები იმიტომ, რომ ეს კარვები ხელისუფლებას არ მოსწონს. შემდეგი ობიექტი იყო მედია. თუ სახელმწიო ინსტიტურებს შევხედავთ, მივხვდებით, რომ საქართველო სახელმწიფოს ერთადერთი ფუნქციური და დემოკრატიული ინსტიტუტი არის მედია. ძალთა გაწონასწორების თვალსაზრისით აღარცერთი სტრუქტურა არ მუშაობს. როდესაც ყველა ინსტიტუტი დეგრადირებულია, ასეთ ვითარებაში ერთადერთი ინსტიტუტი, რომლესაც სწორად ეძახიან მეოთხე ხელისუფლებას, ეს არის მედია. ეს ბოლო ბარიერი იყო და თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვა თავდასხმის მთავარი ობიექტია. 55 დაზარალებულში 54 რომ მედიის თანამშრომელია, მიამიტური კითხვაა, შემთხვევით ხომ არ მოხდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.



გარდა ამისა, მარგველაშვილის აზრით, საპატრიაქრომ და ხელისუფლებამ, რომელთაც ამ პროცესში საკუთარი ინტერესები აქვთ, საკუთარი ჟინი დაიკმაყოფილეს.


„თავისი ინტერესი ჰქონდა საპატრიარქოს რომელიც ფინანსური და პოლიტიკური ინტერესებით ძალიან დაახლოებულია ხელისუფლებასთან. ყველას ჰქონდა თავისი ინტერესი - საპატრიარქოს პრაიდის, ხელისუფლებას ოპოზიციის და მედიის. ყველამ გარკვეულწილად ამ სრულიად შემაძრწუნებელი და ჩვენი ისტრორიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედებით თავისი ჟინი დაიკმაყოფილა“,- განაცხადა მარგველაშვილმა.


ცნობისთვის, გუშინ, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, რომლის წინააღმდეგაც აქცია მოეწყო. აქციაზე „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურად იძალადეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.


IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up