გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა გორის სამხედრო ჰოსპიტალში დასრულდა. მარგველაშვილმა განმარტა რა საკითხებზე ისაუბრეს ყოფილმა პრეზიდენტებმა.
„დეტალურად გავუზიარეთ ერთმანეთს და მიმოვიხილეთ საქართველოს ირგვლივ შექმნილი ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორიც არის რუსეთი. ვართ რა იმის გააზრების პროცესში, რომ რაღაც ყველა პერიოდში არასწორად მიდიოდა და საჭიროა ამის გამოსწორება, ამ კონტექსტში ჩვენ გადავწყვიტოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ, ჩვენი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ეს საქმეებია სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას და გვარამიას საქმე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
22 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემოდა.
imedinews.ge