გიორგი ქადაგიძე: მხოლოდ დემონსტრაციები და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი არის დღეს საქართველოს სინდისი

გიორგი ქადაგიძე: მხოლოდ დემონსტრაციები და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი არის დღეს საქართველოს სინდისი

access_time2022-02-27 10:01:51

სებ–ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პრემიერ–მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთის საწინააღმდეგო აქციებს პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე არ შეუერთდება, მწვავე, კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


"ჩვენი ქვეყნის მთავარი მეგობარი, რომელიც ყველაზე რთულ დროს დაუფიქრებლად გვეხმარებოდა, ბოროტების იმპერიის არნახულ აგრესიას უმკლავდება.

 

გმირულად იბრძვის კაცი და ქალი, ყველა ქალაქი და დაბა. მთელი ცივილიზებული მსოფლიო ეხმარება, ჩვენი ქვეყნის დიდ ნაწილი ღამეების ათენებს დამაიმედებლი ამბების ძიებაში.

 

ამ დროს, ოლიგარქატის მსახური “მაღალი თანამდებობის პირები” საკუთარი ფინანსური ინტერესების და მოჩვენებითი უსაფრთხოების დაცვას, გვიფუთავენ როგორც “პრაგმატულ პოლიტიკას” და ისტორიული სირცხვილს ფურცელს წერენ ქართველი ხალხის სახელით.

 


თურმე “ხორბალს ვყიდულობთ” რუსებისგან”, “თურმე დენს ვყიდულობთ”, “თურმე გაზს ვყიდულობთ”, “თურმე ვაშლს ვყიდით” და ა.შ.

 

ბევრი შეცდომა დაგვიშვია და კიდევ ბევრს დავუშვებთ ქვეყნის მშნებლობის გზაზე, მაგრამ ლაჩრების სახელი არასდროს გვიტარებია.

 

რასაც ქართული ოცნება აკეთებს, სამარცხვინო განცხადებებით, სამარცხვინო დუმილით, “მილიონი ლარის დახმარებით” და “აბა ომი გინდათ” დემაგოგიით არის ისტორიული სირცხვილი, რომლის დაწერის უფლება, არათუ ხელისუფლებას, არც ერთ თაობას არ აქვს.

 

ბოდიში თუ პათეტიკურად ჟღერს, უბრალოდ თავიდან არ ამომდის, ვუყურებ კადრებს უკრაინიდან და ვერ ვირეცხავ ამ სირცხვილის გრძნობას.

 

პ.ს. მხოლოდ ხალხმრავალი მხარდამჭერი დემონსტრაციები და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი არის დღეს საქართველოს სინდისი“, – წერს გიორგი ქადაგიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up