ჩვენ ისე ავაგეთ ეს საკითხები, რომ გვინდა ცესკოს თავმჯდომარე დავტოვოთუფუნქციოდ, თამარ ჟვანია იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი, თუ მართული ადამიანია, ყოველთვის შეეცდება ძველი სისტემით გაყალბებას, - ამის შესახებ „სტრატეგიააღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლისშემდეგ განაცხადა, სადაც ამ წუთებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებითიმიტირებული არჩევნების პროცესი ტარდება.
მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდეა დაყვანილიგაყალბების შანსი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენიცვლილებისათვის არავის მიუღწევია, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ამისრეალიზება რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს.
„ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდეა დაყვანილი გაყალბების შანსი, ესინოვაცია მოვიფიქრეთ გაყალბების პრევენციისთვის, რომელიც აქ ხდება. 90-95%- ითშემცირებულია გაყალბების შემთხვევები ამ ტექნოლოგიებით.
დამოუკიდებელი საქართველოს 30- წლიან ისტორიაში ამდენი ცვლილებისათვის არავისმიუღწევია, ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტით მივაღწიეთ ამას და ძალიანმნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამის რეალიზება. გარდა ამისა, მქონდა ამერიკელ პარტნიორებთან საუბარი, რომ თუ ფინანსური მხარდაჭერადაგვჭირდება, დაგვეხმარონ და მაგალითად სკანერები გადმოგვცენ საჩუქრად.
ყველა სხვა პროცედურულ ცვლილებასთან მიმართებაში განსაკუთრებულადმნიშვნელოვანია ტექნოლოგიები არჩევნების დროს. საბოლოო ჯამში, ადამიანურიფაქტორი უნდა ამოვაგდოთ საარჩევნო უბნიდან და მაქსიმალურად იქნება დანერგილიტექნოლოგიები, რომელიც გადაზღვეულია უსაფრთხოების კუთხით. სახის ამომცნობისისტემა წამში აიდენტიფიცრებს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მიდის დაშეუძლებელია არასწორი ადამიანი შევიდეს უბანზე. ახალი თაობის ბიულეტენებიაღირიცხება საერთო სისტემაში ბარკოდებით, რომ არავინ გაიტანოს უბნიდან გარეთ. ხმის დათვლის პროცესში დასკანირდება ყველა ბიულეტინი, ონლაინში შევხედავთ დაშეგვეძლება დავთვალოთ ხმები. კამერა გადაიღებს სათითაოდ ყველა ბიულეტენს დაიქნება დათვლილი კამერის ქვეშ”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
Ipn.ge