გიორგი ვაშაძე - დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა წამქეზებლური განცხადება რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ მათ ქუჩაში ანგარიშსწორება გააგრძელონ

გიორგი ვაშაძე - დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა წამქეზებლური განცხადება რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ მათ ქუჩაში ანგარიშსწორება გააგრძელონ

access_time2021-07-12 12:40:00

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 5-6 ივლისის მოვლენებზე და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე საქართველოს პრემიერ- მინისტრის განცხადება „ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქრისტიანულია“.


„დღეს მან კიდევ ერთხელ გააკეთა წამქეზებლური განცხადება რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ მათ ქუჩაში ანგარიშწორება გააგრძელონ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


ვაშაძე პრემიერს მიმართავს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” არის ძალა, რომელმაც ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მოკლა.


„ბატონო ირაკლი, თქვენ და თქვენი გუნდი ხართ ძალა, ვინც მოკალით ლექსო ლაშქარავა. თქვენი ქმედებებით გააკეთეთ პირველი ის, რომ დაგეგმეთ ეს სპეცოპერაცია, მეორე - განცხადებებით წაახალისეთ აგრესიული ქმედებები, მესამე - დღემდე აგრძელებთ ამ აღვირახსნილ განცხადებებს.



თქვენ ხართ ძალა, რომელმაც ქრისტიანული სარწმუნოების საფარქვეშ, ფარისევლობით გინდათ შეინარჩუნოთ ხელისუფლება და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ფეხქვეშ გათელოთ ადამიანის უფლებები. თქვენ თავს დაესხით ჟურნალისტებს რუსთაველზე, მოაწყეთ ჟურნალისტების ცემა-ტყეპა და ამისთვის აუცილებლად აგებთ პასუხს. დღესაც ცინიკურად უმტკიცებთ ხალხს აბსურდს, თითქოს გაწუხებთ ჩვენი ქვეყნის ბედი, თითქოს თქვენ გიყვართ სამშობლო, სწორედ თქვენი ქმედებებიდან გამომდინარე ლექსო არის გარდაცვლილი. თქვენ ეს ადამიანი მოკალით და კლავთ ყოველწუთიერად უტიფარი განცხადებებით.


ჩვენ, ჩვენი ფრაქცია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბოლომდე ჩამოგხსნათ ფარდა. სამ კონკრეტულ მექანიზმზე გვექნება ოპოზიციონერ კოლეგებთან მსჯელობა. ესენია: საგამოძიებო კომისია, საპარლამენტო დებატები - მობრძანდით და გაგვეცით პასუხი, თუ არ გეშინიათ და მესამე - უნდობლობის მექანიზმის წამოწყება, რაც ნიშნავს ახალი, დროებითი მთავრობის შექმნას და ვადამდელი არჩევნებისთვის მზადებას. მანამდე იქნება საკონსტიტუციო ცვლილების მიღება და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა”,- განაცხადა ვაშაძემ.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up