გიორგი ვაშაძე - მივმართავ ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, ვიმსჯელოთ, ხომ არ ღირს არჩევნების თარიღის ორი-სამი კვირით გადაწევა, რათა დავასტაბილუროთ ეპიდვითარება

გიორგი ვაშაძე - მივმართავ ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, ვიმსჯელოთ, ხომ არ ღირს არჩევნების თარიღის ორი-სამი კვირით გადაწევა, რათა დავასტაბილუროთ ეპიდვითარება

access_time2021-08-26 14:40:00

ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა. ჩემთვის წარმოუდგენელია იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, ხელისუფლების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა პანდემიის ნორმალური მართვა. როგორც ვაშაძე ამბობს, უნდა იმსჯელონ, ხომ არ არის უმჯობესი, რომ არჩევნების თარიღმა რამდენიმე კვირით გადაიწიოს.


„კიდევ 79 გარდაცვლილი, ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა. ამ ფონზე ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ. მით უმეტეს მიუღებელია განცხადებები ზოგიერთი არახელისუფლებაში მყოფი ძალის მხრიდან. ძალაუფლება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა მთავარი მიზანი არ არის. მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანია, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება იმ უგუნური ნაბიჯების გამო, რაც ქვეყანაში გადაიდგა. ჩემთვის წარმოუდგენელია იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე. მით უმეტეს წარმოუდგენელია გასული წლის წინასაარჩევნო პერიოდის არგუმენტად მოყვანა. ამავე პერიოდში შარშან რამდენიმე ასეული შემთხვევა გვქონდა და გარდაცვალების მაჩვენებელი კი გაცილებით უკეთესი იყო.



მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ უნდა შევაგნებინოთ ხელისუფლებას, რომ მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა პანდემიის ნორმალური მართვა. ჩვენ მზად ვართ და აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის, მაგრამ არჩევნების ორი-სამი კვირით გადადება ან ამაზე მსჯელობა ნამდვილად ღირს და არ არის ჩვენთვის საპირწონე იმის, რომ ადამიანების სიცოცხლე შევწიროთ. ჯიუტად ვამტკიცოთ და კუნთები ბატიბუტებივით ვაჩვენოთ, ხელი სხვისკენ გავიშვიროთ. ხალხის სიცოცლე გადასარჩენია. კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დავსხდეთ და როგორც სახალხო დამცველმა, ასევე ბევრმა დამოუკიდებელმა პირმა თქვა, დავიწყოთ მსჯელობა არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან ყოველდღიურად ჩვენი აქტიურობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.


ამ ვითარებაში წარმოუდგენლად მიმაჩნია არჩევნების კუთხით ორი-სამი კვირა იყოს გადამწყვეტი და ამას ადამიანების სიცოცხლე შევწიროთ. ძალაუფლება არის ხალხისთვის და არა იმისთვის, რომ ვინმემ თანამდებობა დაიკავოს. დროა, ვიმსჯელოთ, ხომ არ ღირს ორი-სამი კვირით გადაწევა არჩევნების, რათა დავასტაბილუროთ ვითარება, თუნდაც გასული წლის მონაცემებზე დავიდეს პანდემიის პირობები და შემდეგ ჩავატაროთ არჩევნები. აქ იმაზე არ არის საუბარი, ვის უნდა და ვის არ უნდა არჩევნები, გვეჩქარება თუ არ გვეჩქარება, ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up