გიორგი ვაშაძე - „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს ოპოზიციური ელექტორატისთვის აქვს მსუსხავი ეფექტი - ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, მაგრამ არასდროს დაუჭერს მხარს მათ

გიორგი ვაშაძე - „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს ოპოზიციური ელექტორატისთვის აქვს მსუსხავი ეფექტი - ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, მაგრამ არასდროს დაუჭერს მხარს მათ

access_time2021-07-23 12:30:09

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ოპოზიციური ელექტორატისთვის აქვს მსუსხავი ეფექტი - ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, მაგრამ არასდროს მხარს არ დაუჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გარკვეულ პარტიებთან თანამშრომლობას გეგმავს, თუმცა, ყველა ოპოზიციური პარტიის დაჯგუფება რომელიმე ერთი კონკრეტული მერობის კანდიდატის ნომრის ქვეშ სწორად არ მიაჩნია.

„სტრატეგია აღმაშენებელს" თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქვს თავისი გზა, ჩვენ გვეყოლება ჩვენი ღირსეულ კანდიდატები, როგორც მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე პროპორციულ სიაში. ჩვენთვის ყველაზე მთავარია 43 პროცენტი არ ავაღებინოთ „ქართულ ოცნებას", სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე გამოვდივართ, ამიტომ გარკვეულ პარტიებთან გვექნება თანამშრომლობა, მაგრამ არა იმ ჯგუფებთან, რომელიც დღეს წარადგენს კანდიდატებს. რასაც ვგეგმავთ, ერთ კვირაში გაიგებთ. აბსურდია ვილაპარაკოთ, რომ მერობის არჩევნებია ახლა ჩვენთვის მთავარი ამოცანა, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის პროპორციული არჩევნები, 43 პროცენტი კალაძის, მელიას და სხვების ხმებიდან კი არ ითვლება, პროპორციული ხმებიდან ითვლება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ბევრი დამოუკიდებელი კამპანია, რომ მაქსიმალურად არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმები. თუ ყველა ოპოზიციურ ხმას დავაჯამებთ ერთი ნომრის ქვეშ, ასეთ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ნამდვილად გაიმარჯვებს და 43 - პროცენტიან ბარიერს ნამდვილად გადალახავს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ბრძოლა რიგგარეშე არჩევნებისთვის, თუ სხვებს სხვა ამოცანები გაუჩნდათ ამ პროცესში, გაგვაგებინონ,"- განაცხადა ვაშაძემ.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up