„გირჩი - მეტი თავისუფლება“ პოლიტსაბჭოში ხელოვნურ ინტელექტს ამატებს. განცხადება პარტიის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
„გირჩი - მეტი თავისუფლების” პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, წესდებით განსაზღვრულ პოლიტსაბჭოს 9 წევრს, დაამატოს ხელოვნური ინტელექტი - ChatGPT-ს სახით.
„ხელოვნური ინტელექტის სულ უფრო მზარდი გამოყენება გარდაუვალია ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. რატომ არა პოლიტიკაშიც?” - აცხადებენ პარტიაში.
აღსანიშნია, რომ ჩვენ პირველი პარტია ვართ მსოფლიოში, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შიდა პარტიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფორმალური ხასიათი მისცა“, - ნათქვამია განცხადებაში.