ქმედებები რომელმაც  ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა

ქმედებები რომელმაც ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა

access_time2022-06-26 09:29:18

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ჩამოთვალა უპირატესად საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები თუ არგადადგმული ნაბიჯები, რომლებმაც საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არასასურველ შედეგამდე მიიყვანა.


საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის თანდათან სულ უფრო მეტი პრობლემა რომ გროვდებოდა, ამაზე რადიო თავისუფლებასთან მუდმივად ლაპარაკობდნენ ექსპერტები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც მიმდინარე მოვლენებსა და საერთაშორისო პარტნიორების რეაქციებს ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს.


პრობლემურ საკითხებს შორის არის:


„ქართული ოცნების“ მიერ „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივი „ანულირება“, 2021 წლის ივლისში - „ოცნება“ აცხადებდა, რომ პროცესს იმის გამო გამოეთიშა, რომ დოკუმენტს თავის დროზე არ შეუერთდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ოპოზიციურმა პარტიამ დოკუმენტს სექტემბერში მოაწერა ხელი]. თუმცა „ოცნება“ ასევე აცხადებდა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დოკუმენტზე მათ მოტყუებით მოაწერინეს ხელი და, ასევე, ამ შეთანხმების მოთხოვნებს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გაჰყავდა ქვეყანა;


„ქართულმა ოცნებამ“ არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ვაკანტური ადგილების შევსებასთან დაკავშირებული მრავალი შენიშვნა. მათი განმარტებებით, ყველაფერი კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად ხდებოდა და საერთაშორისო პარტნიორები ითხოვდნენ იმას, რაც უკვე შესრულებულია;



„ქართული ოცნების“ მხრიდან მოხდა მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალი წესის იგნორირება საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომელსაც ასევე 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი „შარლ მიშელის შეთანხმება“ ითვალისწინებდა;


საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ არ დაისაჯნენ (დღემდე არ არიან დასჯილი) 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები. „ოცნება“ აცხადებს, რომ ჟურნალისტების ცემის გამო ათობით ადამიანი მოხვდა ციხეში;


2021 წლის აგვისტოში, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირის მაკროსაფინანსო იაფი სესხის მორიგ ტრანშზე - 75 მილიონ ევროზე, არგუმენტად ეკონომიკის სწრაფად ზრდა დაასახელა. 21 სექტემბერს კი, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო იღებდა „აზიის განვითარების ბანკის“ 100-მილიონდოლარიან სესხს;


პრობლემა შექმნა ე.წ. სუსის ფაილების საკითხმა - ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სექტემბერში აღნიშნა, რომ ე.წ. სუსის ფაილებში დიპლომატების საუბრების მოხვედრა მეგობრული სახელმწიფოს ქმედებას არ ჰგავს და ამის გამო საქართველოს ელჩი ევროკავშირის შტაბბინაშიც იყო დაბარებული. „ოცნება“ აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ კიდევ დასადგენია, ვინ ჩაიწერა და გაავრცელა ეს ფაილები.


საერთაშორისო პარტნიორების შეკითხვები და ეჭვები უკავშირდება პატიმრებს - ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასა და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ევროპარლამენტის რეზოლუციაში გვარამიას განაჩენზე, „რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ მუდმივ უნდობლობას“, წამოყენებულია განაჩენის გადახედვის საკითხი; ხოლო სააკაშვილის შემთხვევაში ლაპარაკია ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირებაზე და მოთხოვნილია „ჰუმანიტარული მოსაზრებებით“ საზღვარგარეთ მკურნალობა. ყველას, ვინც ამ საკითხებით ინტერესდება და მათ შორის - ევროპარლამენტარებსაც, „ქართული ოცნება“ „კრიმინალების მფარველებსა“ და საქართველოს ომში ჩართვის მსურველებს უწოდებს.


ყველა იმ პრობლემას, რომელიც, მათ შორის - პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლების მოქმედებებისა თუ უმოქმედობის შედეგად წარმოიშვა, თან ერთვოდა მწვავე დაპირისპირება საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლის შედეგადაც საქართველომ თითქმის ყველა კარგი მეგობარი „გაანაწყენა“ და იზოლაციის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.


„ქართული ოცნება“ და მისი მხარდამჭერები ბოლო ორი დღეა განსაკუთრებულად მწვავედ დაუპირისპირდნენ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ვეტო დაადო ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს. „ოცნება“ ამბობს, რომ ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება და დასძენს, რომ პრეზიდენტს ოპოზიციონერებისგან ვეღარაფრით ასხვავებს.


https://www.radiotavisupleba.ge/




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up