სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფუნდამენტურად შეცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობითვე, გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება: „ყველა შევამჩნევდით, რომ ფუნდამენტურად შეიცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების სამართლებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტი – ევროკავშირი, აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს პოლიტიკურთან ერთად მკაფიოდ აკისრებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულებიდან“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.