გოგა გულორდავა - განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე იმ გუნდს, რასაც „ქართული ოცნება

გოგა გულორდავა - განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე იმ გუნდს, რასაც „ქართული ოცნება" ჰქვია

access_time2021-08-26 18:40:00

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდგე დღეს თქვენს წინაშე, როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ასევე განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე იმ გუნდს, იმ დიდ ოჯახს, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია - განაცხადა ,,ქართული ოცნების'' წალენჯიხის მერობის კანდიდატმა გოგა გულორდავამ წარდგენისას.



მერობის კანდიდატმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებიზე გაამახვილა ყურადღება.



,,თუ რატომ არის ეს პასუხისმგებლობა ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რატომ არის ეს განსაკუთრებული პატივი, წარმოვადგენდე ამ გუნდს, ამ კითხვაზე არის ერთადერთი მარტივი პასუხი - მას შემდეგ, რაც 2012 წელს „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში და დღემდე ისე აგრძელებს მოღვაწეობას, რომ მისი ერთადერთი საზრუნავი არის თითოეული ქართველი, ყველა მოქალაქის ყოველდღიური პრობლემა და გასაჭირი.



ვხედავთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა ნაბიჯები გადაიდგა განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ 2012 წელს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ინფრასტრუქტურული, სოციალური, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დღეს ყველა ძალიან კარგად ვხედავთ სადამდე მოვედით. ბატონმა პრემიერმა, ქალბატონმა ნათია თურნავამ, ჩამოთვალეს რა გაკეთდა ამ 8 წლის განმავლობაში. ეს არის, მეტი ინფრასტრუქტურა, რამდენიმე ათეული რეაბილიტირებული და ახლად აშენებული საბავშვო ბაღები, სკოლები, ახალი ამბულატორიები. რამდენიმე ათეული კილომეტრი დაგებული გზა და რაც ყველაზე მთავარია - ის დიდი გამოწვევა, რაც ჩვენ წინაშე არსებობდა და ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდი გავუმკლავდით ამ გამოწვევას - ეს არის გაზიფიცირება. გაზიფიცირების პროცესი წალენჯიხის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს და მომავალ წელს, თითოეული წალენჯიხელის ოჯახი იქნება გაზიფიცირებული.




რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი და ზოგადად ქვეყანა, მაგრამ ერთი უმთავრესი, რამაც მე ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, არის ის, რომ მე მწამს და მჯერა, ჩვენი ერთად ყოფნის, მწამს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომელიც არასდროს შემცდარა არჩევანში. მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ერთად 2 ოქტომბერს, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ჩვენს ქვეყანას გავიყვანთ გამარჯვების გზაზე.



მინდა წარმოგიდგინოთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ვალერი კვარაცხელია, გოჩა ლიპარტია, ბესიკ ფარცვანია, დათა კულავა, ვლადიმერ კვარაცხელია, ბაკურ სონგულია, ნანა კეკუა, ლირა ღურწკაია, ზაზა უბილავა.



ჩემო ძვირფასო წალენჯიხელებო, ეს არის გუნდი, რომელმაც ძალიან კარგად იცის თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მათ კარგად იციან ამ პრობლემების გადაჭრის გზები და ამ გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა გოგა გულორდავამ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up