Goldman Sachs ChatGPT 300 მლნ-მდე სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს - Financial Times

Goldman Sachs ChatGPT 300 მლნ-მდე სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს - Financial Times

access_time2023-03-28 17:30:09

ბანკის მონაცემებით,  ხელოვნური ინტელექტის განვითარება აშშ-ში დასაქმებულთა მხოლოდ 30%-ზე არ მოახდენს გავლენას.


გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს განვითარებულ ეკონომიკაში სამუშაო ადგილების 25%-ის სრული ავტომატიზაცია, წინასწარმეტყველებს Goldman Sachs-ი. ამის შესახებ Financial Times საინვესტიციო ბანკის კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.


გენერაციული AI ხელოვნური ინტელექტის ტიპია, რომელიც იყენებს მანქანათმცოდნეობის მოდელებს ორიგინალური შინაარსის შესაქმნელად. ამ პრინციპით მუშაობს ChatGPT ჩატბოტი, რომელსაც შეუძლია ტექსტის გენერირება მომხმარებლის მოთხოვნების საფუძველზე, ან DALL-E ნეირონული ქსელი, რომელიც სურათებს ქმნის.



ამ ტექნოლოგიების შემდგომმა განვითარებამ, Goldman Sachs-ის პროგნოზით, შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტიულობის ბუმი, რაც გამოიწვევს გლობალური მშპ-ს 7%-იან ზრდას წელიწადში 10 წლის განმავლობაში. თუმცა, ეს ასევე საფრთხეს უქმნის შრომის ბაზარს „მნიშვნელოვანი შოკებით“,   ნათქვამია კვლევაში.


ბანკის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი შეძლებს 300 მლნ სამუშაო ადგილის სრულად ავტომატიზაციას აშშ-სა და ევროპაში. ისინი წერენ, რომ იურისტები და ადმინისტრაციული პერსონალი სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ იქნებიან. შეერთებულ შტატებში, ხელოვნური ინტელექტის სფეროში პროგრესი გავლენას არ მოახდენს მექანიკური მუშაკების მხოლოდ 30%-ზე, 63% შეძლებს სამუშაო ამოცანების ნაწილის ავტომატიზაციას, ხოლო 7%-ს სამსახურიდან გათავისუფლების საფრთხე ემუქრება.


კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე შეძლებს ისეთი ამოცანების შესრულებას, როგორიცაა მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა, რთული სადაზღვევო შემთხვევების შეფასება ან დანაშაულის ადგილის შემოწმების შედეგების დოკუმენტირება. თუმცა, ისინი არ ფიქრობენ, რომ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ ისეთი დელიკატური ამოცანებისთვის, როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტის სტატუსის შემოწმება ან საერთაშორისო საგადასახადო სამართლის შესწავლა.


გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ამ ტექნოლოგიებში ინვესტიციების მოცულობაც, წერენ Goldman Sachs-ის ექსპერტებს. მათი პროგნოზის მიხედვით, თუ კორპორაციული ინვესტიციები ხელოვნურ ინტელექტში გაგრძელდება ისეთივე ტემპით, როგორც 1990-იან წლებში ინვესტიციები პროგრამულ უზრუნველყოფაში, მაშინ 2030 წლისთვის ინვესტიციები მხოლოდ აშშ-ში შეიძლება ქვეყნის მშპ-ს 1%-ს მიუახლოვდეს.


თეგები:
Goldman Sachs



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up