Google-მა თავისი ჩატბოტი Bard-ი შექმნა, რათა კონკურენცია გაუწიოს OpenAI-ის პოპულარულ ChatGPT-ს და დაეწიოს მას გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციასთან რბოლაში. ინფორმაციას Forbes.ua ავრცელებს.
კომპანიამ განაცხადა, რომ Bard-ი ჯერ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში იქნება ხელმისაწვდომი, მოგვიანებით კი უფრო მეტ ქვეყანაში და სისტემაში ენების ჩამონათვალიც გაფართოვდება. ამასთან, Bard-ი Google-ის საძიებო სისტემისგან დამოუკიდებლად იმუშავებს.
„შეგიძლიათ გამოიყენოთ Bard-ი თქვენი პროდუქტიულობის ასამაღლებლად, იდეების დასაჩქარებლად და თქვენი ცნობისმოყვარეობის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ახლა კომპანიას სურს მიიღოს უკუკავშირი რაც შეიძლება მეტი ადამიანისგან, რათა გააუმჯობესოს ბოტის უნარები.
„გვინდა მივიღოთ გამოხმაურება და თანდათან გავზარდოთ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც აქვთ წვდომა Bard-ზე, რადგან გვსურს დავტესტოთ, სანამ მას ფართოდ გავავრცელებთ,” - განაცხადა ზუბინ გაჰრამანმა, Google Research-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერ-ჯერობით Bard-ი გამოიმუშავებს პასუხებს მხოლოდ ინგლისურ ენაზე და მასზე წვდომას იმ მომხმარებლებს აქვთ, რომლებიც დარეგისტრირებული არიან აშშ-სა და დიდი ბრიტანეთში.