გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო - ვიქტორ იუშჩენკო

გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო - ვიქტორ იუშჩენკო

access_time2023-01-29 12:00:28

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში აცხადებს, რომ გული სტკივა იმის გამო, რომ საქართველო არ შედის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც საომარ პირობებში კიევს მაქსიმალურ დახმარებას უწევენ. ინტერვიუდან ნაწყვეტებს რადიო თავისუფლება აქვეყნებს.

 

„მე მესმის, რომ ეს არის ეპიზოდი, მესმის, რომ საქართველო იქნება ისეთი, როგორზეც ვოცნებობთ და იქ იქნება ისეთი მთავრობა, ვისაც ტაშს დავუკრავთ, მაგრამ დღეს გული მტკივა", - განაცხადა იუშჩენკომ.

 

ინტერვიუში იუშჩენკო ამბობს, რომ 2007 წელს უკრაინამ საქართველოს ყველა ის იარაღი გადასცა, რასაც თბილისი ითხოვდა და დასძინა, რომ კარგად იცოდა, როგორი იქნებოდა პუტინისა და რუსეთის რეაქცია. „მიშას (სააკაშვილს) ვუთხარი: ეს არ არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ეს ჩემი ერის გადაწყვეტილებაა", - ამბობს იუშჩენკო.

 

ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი 2008 წლის ომსაც ახსენებს, როცა საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ჩამოვიდა. მაშინ საქართველოს მხარდაჭერა ერთიანობის ნიშანი იყო.



იუშჩენკომ ასევე გაიხსენა, თუ როგორ განიხილავდა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან ერთად საქართველოსთვის ომის დროს შეთავაზებულ ექვსპუნქტიან გეგმას.

 

„როდესაც სარკოზი მოსკოვიდან ექვსპუნქტიანი გეგმით ჩამოფრინდა, მე და ლეხს გვქონდა ასეთი პოზიცია: ეს არის კაპიტულაცია, ეს არის საქართველოს კაპიტულაცია", - განაცხადა იუშჩენკომ. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე საუბრისას მან, კერძოდ, თქვა, რომ თავის მეგობარს „ხასიათმა უღალატა."

 

„გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო“, - განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ.

 

70-ზე მეტ ევროპელ პოლიტიკოსს შორის, 2021 წლის ოქტომბერში ვიქტორ იუშჩენკომაც მოაწერა ხელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით შედგენილ ღია წერილს, წერს რადიო თავისუფლება.

 

 


თეგები:
იუშჩენკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up