გურამ მაჭარაშვილი - მაკროფინანსურ დახმარებას საფრთხე არ ემუქრება

გურამ მაჭარაშვილი - მაკროფინანსურ დახმარებას საფრთხე არ ემუქრება

access_time2021-08-27 13:30:00

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, თავმოყვარეობა და სუვერენიტეტი და ნებისმიერ საერთაშორისო ინსტიტუციაში ამას სცემენ პატივს - ჩვენ ვისარგებლებთ კონსტიტუციით, შეთანხმებები აღარ იქნება ძალაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.


როგორც მან აღნიშნა, მაკროფინანსურ დახმარებას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ზოგადი ფრაზები ინკლუზიურობაზე დამაკმაყოფილებელი არ არის და საჭიროა დეტალურად ითქვას, რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით.


„ევროკავშირი, ნატო, ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუცია პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენ სწორედ ამ ძირითადი კანონიდან გამოვალთ ყოველთვის და ვისარგებლებთ საქართველოს კონსტიტუციით, რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მიერ მიღებული. ამიტომ სხვა დანარჩენი განცხადებები, შეთანხმებები აღარ იქნება ძალაში. გამომდინარე იქიდან, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელსაც პატივს უნდა სცემდეს საერთაშორისო საზოგადოება და ეს ასეც არის. ცალკეული პოლიტიკოსების შეხედულებები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს არის მათი შეხედულებები. ჩვენ გვაქვს მინიმუმ 3000 წლიანი ისტორია, ვინც პატივს სცემს ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებს და რაც მთავარია, სუვერენიტეტს. ბუნებრივიცაა, მათთან ვიქნებით პარტნიორულ ურთიერთობებში. ჩვენ 19 აპრილის შეთანხმების ვალდებულებები ცალმხრივად შევასრულეთ, დარჩა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც იცით, ოპოზიციის გარეშე ვერ მოხერხდება, დანარჩენი ცალმხრივად შესრულებულია ჩვენი მხრიდან. მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, არაერთხელ ვიკითხე, შეიძლება ვინმემ კონკრეტული წინადადება მითხრას, რა შეიძლება გაკეთდეს იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე გაკეთდა ან ვაპირებთ?! ზოგადი ფრაზები, რომ მეტო ინკლუზიურობაა საჭირო მართლმსაჯულების რეფორმაში, არ არის დამაკმაყოფილებელი. ვინმემ დეტალურად უნდა გვითხრას, რა უნდა გაკეთდეს, ვიღაც მოიხსნას, დაინიშნოს, რეფორმა რა კუთხით უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ბოლოს განვახორციელეთ და ამას მივყვებით ბოლომდე,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.



ცნობისათვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც შარლ მიშელის წარმომადგენელი ესწრებოდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე მაკროფინანსური დახმარების საკითხზე იყო საუბარი. მათი თქმით, თუ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შესრულდება, დახმარებას საქართველო ვერ მიიღებს.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up