გურამ მაჭარაშვილი - მამუკა ხაზარაძე საკანონმდებლო საქმიანობაში დიდად ჩართული არ იყო, მან, როგორც პოლიტიკოსმა, საკუთარი თავი პარლამენტში ვერ დაინახა, სხვა განზომილება ეგონა

გურამ მაჭარაშვილი - მამუკა ხაზარაძე საკანონმდებლო საქმიანობაში დიდად ჩართული არ იყო, მან, როგორც პოლიტიკოსმა, საკუთარი თავი პარლამენტში ვერ დაინახა, სხვა განზომილება ეგონა

access_time2021-11-01 13:20:00

ვამბობდით, რომ პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ ჩამოსცილდებიან, დაზიანდებიანო. როგორც ჩანს, „ლელოს“ ლიდერი ამას მიხვდა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება იყო, რომ მან საკუთარი თავი, როგორც პოლიტიკოსმა, პარლამენტში ვერ დაინახა.


„ვამბობდით, რომ პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ ჩამოსცილდებიან, დაზიანდებიანო. როგორც ჩანს, „ლელოს“ ლიდერი ამას მიხვდა იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა ხაზარაძე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრაქტიკულად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდა და მარცხის შემდეგ მიხვდა, რომ მისი პოლიტიკური დასასრული იყო. როგორც ჩანს, პარლამენტის დატოვება აქედან გამომდინარე გადაწყვიტა.


მგონი, ხედავდით, რომ ის საკანონმდებლო საქმიანობაში დიდად ჩართული არ იყო, ეს არავის ახსოვს. გაუგებარია, პარლამენტი იმ მიზეზით დატოვო, რომ იქ საქმეს არ გაკეთებინებენ. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება იყო, რომ მან თავისი თავი, როგორც პოლიტიკოსმა, პარლამენტში ვერ დაინახა. პრინციპში, ეს სწორია, რადგან პარლამენტი სხვა განზომილება ეგონა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.



ამასთან, მაჭარაშვილი ამბობს, რომ არ არის მოლოდინი, სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტი მასობრივად დატოვონ.


„რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, არ ველოდები, რომ ისინი პარლამენტს მასობრივად დატოვებენ. პარლამენტში ადამიანი იმიტომ არ მოდის, რომ კომფორტი ნახოს და მისი სიტყვა ბოლომდე გავიდეს, იმიტომ მოდიან, რომ ხალხის ხმა გაახმოვანონ“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.


პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს.



1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up