ჰააგაში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის საქართველოს ხელმოწერა არ არის

ჰააგაში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის საქართველოს ხელმოწერა არ არის

access_time2022-07-14 16:00:28

40-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა, მხარი დაუჭირეს უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ).

 

ერთობლივი განცხადება ევროკომისიის საიტზე 13 ივლისს გამოქვეყნდა:

 

„ჩვენ კვლავ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სარჩელს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ, გაეროს 1948 წლის კონვენციის შესაბამისად, რაც გულისხმობს გაფრთხილებას გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის თაობაზე და რომელიც მიმართულია იმის დასადგენად, რომ რუსეთს არ ჰქონდა არანაირი კანონიერი საფუძველი უკრაინაში საომარი მოქმედებების დასაწყებად, რომელიც ეყრდნობოდა გენოციდის უსაფუძვლო ბრალდებებს. ჩვენ კვლავ ვუსვამთ ხაზს ამ განხილვის აუცილებლობას და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საომარი ოპერაციები უკრაინაში, როგორც ამის შესახებ ნათქვამია 16 მარტს გამოცემული დროებითი ღონისძიების დადგენილებაში.“

 

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის“ საფუძველზე მიმართა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც 16 მარტს გამოსცა დროებითი ღონისძიება და რუსეთის ფედერაციას უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაავალა.

 

„კონვენციის ხელმომწერი მხარეებისთვის, და უფრო ფართო მოსაზრებითაც - მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისათვის - უმნიშვნელოვანესია, რომ კონვენცია არადანიშნულებისამებრ და ბოროტად არ იქნას გამოყენებული. აი, სწორედ ამიტომ აპირებენ დეკლარაციის ხელმომწერები - გენოციდის კონვენციის მხარეები - ჩაერიონ ამ პროცესებში. მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა მოახერხონ და საერთაშორისო სასამართლოს გაუზიარონ არსებითი დებულებების თავიანთი ინტერპრეტაციები. ჩვენ ვიმეორებთ, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს მის ქმედებებზე. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა მისი საერთაშორისო პასუხისმგებლობაა და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კომპენსაციას სახელმწიფო პასუხისმგებლობის კანონის თანახმად.“


 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ინფორმაციით, უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სარჩელით პირველ ივლისს მიმართა.

 

13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაზე ხელმომწერებს შორის არ არის საქართველო, რომელმაც მარტში, 38 ქვეყანასთან ერთად მიმართა ჰააგაში მდებარე კიდევ ერთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით: „ჩვენ ვდგავართ სამართლიანობისთვის, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, - ამ შინაარსის განცხადება დადო საქართველოს საგარეო სამინისტრომ უწყების „ტვიტერის“ გვერდზე.

 

რატომ არ არის საქართველო გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერ ქვეყნებს შორის? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება.

 

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაიწყო საომარი მოქმედებები, რასაც კრემლი უწოდებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით.

 

უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ საერთაშორისო ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს საქართველო არ შეუერთდა. როგორც ქართული ოცნების ხელისუფლება აცხადებს, სანქციებს არ უერთდებიან ქვეყნის და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.


radiotavisupleba.ge

თეგები:
ჰააგა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up