ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდი  გოჩა ლორთქიფანიძის შესახებ  ინფორმაციას ავრცელებს

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდი გოჩა ლორთქიფანიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

access_time2021-02-14 09:51:07

იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  დაზარალებულთა ფონდის (TFV)  დირექტორთა საბჭოს წევრობიდან გადადგომას ფონდი სპეციალური განცხადებით ეხმაურება. გადადგომის მიზეზი გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევაა.

როგორც ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, გოჩა ლორთქიფანიძე დირექტორატის წევრის რანგში ფონდის მანდატის - კომპენსაციისა და დახმარების პროგრამების ეფექტურად და სწრაფად განსახორციელებლად არაერთ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ალ მაჰდის საქმეზე მან მონაწილეობა მიიღო ინდივიდუალური კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით 662 ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღებაში.

გაწეული საქმიანობისათვის გოჩა ლორთქიფანიძეს მადლობა გადაუხადა TFV-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მამა კოტე დუმბიამ. „ICC-ის მოსამართლედ არჩევა და მოსამართლის თანამდებობა მისთვის პრივილეგია და შესაძლებლობაა, გააგრძელოს ბრძოლა დაუსჯელობის წინააღმდეგ და კანონის უზენაესობის განხორციელებისთვის.  ჩვენ ველით, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ახალ თანამდებობაზე, ასევე, ყველაფერს გააკეთებს, რათა მსხვერპლთა პრობლემები... კვლავ დარჩეს რომის წესდების სისტემის ყურადღების ცენტრში, – აცხადებს TFV-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

გოჩა ლორთქიფანიძეს მოსამართლედ არჩევას ულოცავს TFV-ის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ დე ბაანიც. ის ხაზგასმით აღნიშნავს,  რომ აფასებს ფონდის საქმიანობაში გოჩა ლორთქიფანიძის ჩართულობას, გამჭრიახ ხელმძღვანელობას და რეკომენდაციებს. 

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, მისთვის დიდი პატივი იყო  დაზარალებულთა  ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრობა:  „ჩვენ თავდადებით ვმუშაობდით მსხვერპლთა დასახმარებლად და მათი ინტერესებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ახალი თანამდებობა განაპირობებს [დირექტორატის წევრობიდან] გადადგომას, აქ შეძენილი დიდი გამოცდილება დამეხმარება ჰააგის სასამართლოს მოსამართლის მოვალეობის შესრულებაში.

გოჩა ლორთქიფანიძე TFV-ის საბჭოს წევრად 2018 წლის დეკემბერში სამი წლის ვადით 123 სახელმწიფოს წარმომადგენლების მხარდაჭერით აირჩიეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც TFV-ის დირექტორატში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს საქართველოდან არჩეული კანდიდატი წარმოადგენდა. გოჩა ლორთქიფანიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ისეთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებაში, რიგორიცაა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის პროგრამის დაწყება. პროექტი 600 000 ევროს მოცულობისაა და 3 წელს გაგრძელდება.  პროგრამა ითვალისწინებს  სამედიცინო მკურნალობას,  მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას  და სხვა სახის მხარდაჭერას. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება დაზარალებულთა ფონდის მიერ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებთან კონსულტაციების შემდეგ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up