ჰაკერებმა Twitter-სა და Instagram-ზე Facebook-ის ოფიციალური გვერდები გატეხეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
კიბერთავდასხმა ჰაკერულმადაჯგუფებამ OurMine-მა განახორციელა. მათ კომპანიის Twitter-სა და Instagram-ზე დაწერეს, რომ „Facebook-ის გატეხვაც კი შესაძლებელი ყოფილა“.
კომპანიამ გვერდებზე წვდომა უკვე აღიდგინა.
„როგორც კი პრობლემის შესახებ შევიტყვეთ, გვერდები დავბლოკეთ და ჩვენს პარტნიორებს დახმარების თხოვნით მივმართეთ“, - აცხადებენ Twitter-ში.
Imedinews