კომპანია Huawei-მ გაასაჯაროვა საიდუმლო ინფორმაცია iOS და Android-ის შემქმნელების შემოსავლების შესახებ.კონფიდენციალური ინფორმაცია Developer Day-მა კომპანიის IDC ტოპ მენეჯერზე ფრანცისკო ჯერონიმოზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც ფინანსური მონაცემები Twitter-ზე გამოაქვეყნა.
Huawei ინფორმაციით, App Store თამაშების შემქმნელებმა ჰონორარის სახით $33 მილიარდი მიიღეს, რაც ინდუსტრიის შემომსავლების 50%-ია. Android-ის თამაშების შემქმნელების ჰონორარმა კი $18 მილიარდი შეადგინა, რაც ინდუსტრიის შემოსავლების 27%-ია. მესამე ადგილზე კი ჩინეთის ბაზრისთვის iOS და Android-ის პლატფორმის შემქმნელები გავიდნენ. მათმა შემოსავალმა $13 მილიარდი შეადგინა, რაც საერთო შემოსავლების 20%-ია.
imedinews.ge