იაგო ხვიჩია - ინიციატივა არჩევნების გადადების შესახებ, ოპოზიციისთვის წამგებიანია

იაგო ხვიჩია - ინიციატივა არჩევნების გადადების შესახებ, ოპოზიციისთვის წამგებიანია

access_time2021-08-25 17:50:00

იმდენი ხანია „ნაც-ქოცური“ კინკლაობა გრძელდება და იმდენად ერთფეროვნად, რომ ჩემთვის ცოტათი მოსაწყენიც კი გახდა, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.



ხვიჩია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განცხადებას არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ოპოზიცია არ უნდა აჰყოლოდა, რადგან ეს მათთვის წამგებიანია.



მისივე თქმით, ამ საკითხზე ოპოზიციის განცხადებების პასუხად „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები, რომ ოპოზიციას არჩევნების ეშინია, მოსალოდნელი იყო.




„მგონი „ქართული ოცნების“ ამ განცხადებაში რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით, ჩვენ არ უნდა ვიგულისხმებოდეთ იქიდან გამომდინარე, რომ სანამ რომელიმე პარტია გააკეთებდა განცხადებას ლომჯარიას გუშინდელ ინიციატივაზე, მე ის შევაფასე როგორც არასერიოზული და ვთქვი, რომ ეს არ შეიძლება იყოს არჩევნების გადადების მიზეზი ისევე, როგორც აქამდეც ხშირად ვიძახდით, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ჩატარებაც უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად და სხვა ტიპის მმართველობის განხორციელებაც. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის ამ განცხადებას ოპოზიცია არც უნდა აყოლოდა გუშინ და მოსალოდნელი იყო ის, რაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა - თქვა, რომ ოპოზიციას ეშინია არჩევნების, ამიტომ უნდათ, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ და ა.შ. თვითონ თქვეს, რომ არჩევნები არ გადაიდება. მე არ ვიცი, რომელი ოპოზიცია იგულისხმეს, ვინ აჰყვა ამას სერიოზულად და ვინ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციისთვის ინიციატივა არჩევნების გადადების შესახებ, არის წამგებიანი. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის „ქოც-ნაცური“ კინკლაობის ამბები, რომელსაც დიდ ყურადღებას აღარ ვანიჭებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არასოდეს მთავრდება და სულ ერთნაირია, საქმეზე კი არ არის საუბარი, არამედ მეორე მხარის დამცირებაზე და ბულინგზე და იმდენი ხანია ეს გრძელდება და იმდენად ერთფეროვნად, რომ ჩემთვის ცოტათი მოსაწყენიც კი გახდა,“- განაცხადა ხვიჩიამ.



ცნობისათვის, სახალხო დამცველის განცხადებით, არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე უნდა დაიწყოს მსჯელობა, რამდენად მიზანშეწონილია არჩევნების ჩატარება ამ ვითარებაში. დისკუსიის დაწყების საჭიროებას ხედავს ოპოზიციის ნაწილიც. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს, ხოლო ოპოზიციამ ეს კამპანია იმიტომ წამოიწყო, რომ არჩევნებში წაგების ეშინია.



ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up