იაგო ხვიჩია - სოფლის მეურნეობის მინისტრი და პრემიერი უნდა გადადგნენ - როცა უკრაინა გაიმარჯვებს და დელეგაციებთან საუბრები აღდგება, წარმოგიდგენიათ, რომ ღარიბაშვილი გავუშვათ ზელენსკისთან სალაპარაკოდ?!

იაგო ხვიჩია - სოფლის მეურნეობის მინისტრი და პრემიერი უნდა გადადგნენ - როცა უკრაინა გაიმარჯვებს და დელეგაციებთან საუბრები აღდგება, წარმოგიდგენიათ, რომ ღარიბაშვილი გავუშვათ ზელენსკისთან სალაპარაკოდ?!

access_time2022-03-08 13:10:00

„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, ჰქონდეთ ასეთი წესი გუნდის შიგნით, რომ თუ ასეთ სისულელეს იტყვი, როგორიც იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება, პირადი პასუხისმგებლობის გამო მაინც მიდიოდნენ თანამდებობიდან,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგი ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. იაგო ხვიჩიას თქმით, ამავე პრინციპით თანადებობა უნდა დატოვოს პრემიერ-მინისტრმაც. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი განცხადებები რაც დრო გავა, მით მეტად დაამძიმებს „ქართულ ოცნებას“.


„ჩემი აზრით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გუშინდელი განცხადებები იმდენად არაადეკვატური იყო, რომ ის უნდა გადადგეს, არა იმის გამო, რომ მისი გადადგომით რაიმე შეიცვლება, არამედ იმის გამო, რომ უნდა არსებობდეს ასეთი წესი, როცა ასეთ სისულელეს იტყვი და ჩაიდენ, მინიმუმ იმდენ პასუხისმგებლობას უნდა გაკისრებდნენ საკუთარი თანაგუნდელები, რომ მიდიოდე. ამ განცხადებას სულ შეგვახსენებენ, თუ როგორ იქცეოდნენ მინისტრები აქ, როცა სახავდნენ გზას რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის შესატანად ომის პარალელურად და ამბობდნენ, რომ თითქოს ეს არის სტაბილური ბაზარი. ეს დამოკიდებულება, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით მეტად დაამძიმებს „ქართულ ოცნებას“. ამიტომ მათ ვურჩევდი, ჰქონდეთ ასეთი წესი ოცნების შიგნით, რომ თუ ასეთ სისულელეს იტყვი, ადამიანები არა იმიტომ რომ რაიმე შეცვლება, მაგრამ პირადი პასუხისმგებლობის გამო მაინც მიდიოდნენ თანამდებობიდან. პრემიერ-მინისტრის წასვლაც მოთხოვნილი გვაქვს - მას შემდეგ როცა უკრაინა გაიმარჯვებს და დელეგაციებთან საუბრები აღდგება, წარმოგიდგენიათ, რომ ღარიბაშვილი გავუშვათ ზელენსკისთან ან ვინმესთან სალაპარაკოდ?!“- განაცხადა ხვიჩიამ.


ცნობისათვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, რუსეთსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტი ქართული კომპანიებისთვის არის შესაძლებლობა, რომ მათ დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება და გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები.




IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up