იაგო ხვიჩია - თუ გვექნება ტრადიცია, რომ პარლამენტში სხვადასხვანაირი გემოვნების ადამიანები შედიან, ყველა ერთნაირად ცუდი არ იქნება, იქნება სხვადასხვანაირად ცუდი

იაგო ხვიჩია - თუ გვექნება ტრადიცია, რომ პარლამენტში სხვადასხვანაირი გემოვნების ადამიანები შედიან, ყველა ერთნაირად ცუდი არ იქნება, იქნება სხვადასხვანაირად ცუდი

access_time2021-08-16 14:40:00

თუ გვექნება ტრადიცია, რომ პარლამენტში სხვადასხვანაირი გემოვნების ადამიანები შედიან, ყველა ერთნაირად ცუდი არ იქნება, იქნება სხვადასხვანაირად ცუდი, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით განაცხადა, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იმართება.


იაგო ხვიჩიას განმარტებით, საარჩევნო ბარიერის დაწევა არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსები „ანგელოზები ან უკეთესები გახდებიან“, თუმცა ეს არჩევანის შესაძლებლობას გაზრდის.


„რაც უფრო დიდია ბარიერი, ეს ნიშნავს, რომ ნაკლებია არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, რეალური არჩევანი ყოველთვის იყო ნაკლები. როდესაც იყო კომუნისტური პარტია, იყო მხოლოდ კომუნისტური პარტია, ახლაც რომ არ შეცვლილიყო ეს ვითარება და 5%-იანი ბარიერი დარჩენილიყო, იქნებოდა ორი პოლიტიკური პარტია. ვერ გეტყვით, რომ ბარიერის დაწევამ უცბად შეცვალა ქვეყანა და პოლიტიკოსები ანგელოზები ან უკეთესები გავხდით, მაგრამ აქ ორი პარტიის ნაცვლად ექვსი პარტიის წარმომადგენელი ზის. შესაძლოა თქვენ გეჩვენებოდეთ, რომ ეს ადამიანები ყველანი ერთნაირები არიან, მაგრამ თუ გვექნება ტრადიცია, რომ პარლამენტში სხვადასხვანაირი გემოვნების ადამიანები შედიან, ყველა ერთნაირად ცუდი არ იქნება, იქნება სხვადასხვანაირად ცუდი. საბოლოო ჯამში, ეს კონკურენცია, რომელიც იბადება პარტიებს შორის, ოდესღაც შექმნის კარგ და სამართლიან წესრიგს.


თუ გინდოდა პოლიტიკური ცხოვრების დაწყება, აუცილებლად უნდა მისულიყავი რომელიმე დიდ პარტიასთან, მის წესებს მორგებოდი, მისნაირი გამხდარიყავი და ისე შესულიყავი პოლიტიკაში, რაც კლავს მრავალფეროვნებას, რომელიც ქვეყანაში არის საჭირო“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.



ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება. ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს. რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის კვორუმის გაზრდის საკითხს, გენერალური პროკურორის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩევის შესაძლებლობა მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტს შეეძლება. თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, ასეთ შემთხვევაში, მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებენ. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება.


კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში 91 დეპუტატის ხელმოწერით დაინიცირდა. პროექტს „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: „მოქალაქეების“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ წარმომადგენლები.


ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up