შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის პირველი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, 3 თვეში საქართველოს საზღვარი რუსეთის 298 285-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. ამ მონაცემებით რუსეთი ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.
საზღვრის კვეთის სტატისტიკაში მეორე ადგილზეა თურქეთი (236 843) , შემდეგ სომხეთი (224 342), ევროკავშირის ქვეყნები (56 461), ისრაელი (50 226), აზერბაიჯანი (48 231) და უკრაინა (42 340).
იანვარ-მარტში ქვეყნიდან რუსეთის ფედერაციის 320 236 მოქალაქე გავიდა.