იაპონიაში გაყიდვაში გამოვიდა წიგნი „ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო, რომელიც იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას და საელჩოს თანამშრომლის დავით გოგინაშვილის თანაავტორობით დაიწერა. წიგნად ცნობილმა იაპონურმა გამომცემლობა Seikaisha-მ გამოსცა. Amazon-ზე წიგნი ¥1,540 ღირს, რაც დაახლოებით 32 ლარის ეკვივალენტია.
წიგნი იაპონელ მკითხველს შესაძლებლობას აძლევს ელჩის თვალით დანახულ საქართველოს გაეცნოს. გაიგოს ჩვენი ქვეყნის მდიდარი წარსულის, მრავალფეროვანი კულტურის, ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მეღვინეობის ტრადიციისა თუ სამზარეულოს უნიკალურობის შესახებ.
წიგნზე მუშაობა თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. პროექტის მიზანი იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდასთან ერთად, ტურიზმის წახალისება და ქართული კულტურის კიდევ მეტად პოპულარიზებაა.