იაპონიის ელჩი: დღეს ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას

იაპონიის ელჩი: დღეს ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას

access_time2020-07-23 12:25:45

„დღეს, ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას“, - განაცხადა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის, დაახლოებით, 2.8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის არასაპროექტო გრანტის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ შედეგებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსებით შეძენილი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გააძლიერებს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს.

 


„დღეს, ხელი მოვაწერეთ ნოტებს, რათა საქართველოს გადავცეთ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა, რომლის ღირებულებაა 300 მილიონი იაპონური იენი, დაახლოებით, 2.8 მილიონი აშშ დოლარი. რთული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პირობების მიუხედავად, დღეს, ვხედავთ შთამბეჭდავი და შესანიშნავი წარმატების ისტორიას, თუ როგორ ებრძვის საქართველო პანდემიას. ასე რომ, მოხარული ვარ, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს პანდემიის პერიოდში გამოჩენილი სოლიდარობა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი წარმატების ისტორია დაეხმარება საქართველოს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ძალისხმევაში. იაპონიის მხარდაჭერა არ არის ერთჯერადი ხასიათის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მედეგობას. ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, იაპონიის მთავრობამ ბოლო 20 წლის განმავლობაში 180-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. იაპონია კვლავაც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, მისი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, რათა არც ერთი ადამიანი არ დარჩეს საბაზისო საჭიროებების მიღმა, ხოლო საქართველომ მიაღწიოს მდგრად განვითარებას. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა, ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას. იაპონელი ხალხის სახელით, გთხოვთ მიიღოთ ეს სამედიცინო ტექნიკა იაპონელი ხალხისგან ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის ნიშნად“, - აღნიშნა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ.

 

მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად იაპონიის მთავრობა საქართველოს, დაახლოებით, 2.8 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up