იაპონიის მთავრობამ საქართველოს ენერგოეფექტური ავტომობილები გადასცა

იაპონიის მთავრობამ საქართველოს ენერგოეფექტური ავტომობილები გადასცა

access_time2023-03-02 19:00:51

იაპონიის მთავრობამ საქართველოს ენერგოეფექტური ავტომობილები გადასცა. იაპონიის მთავრობის გრანტით შეძენილი ენერგოეფექტური ავტომობილების ოფიციალური გადმოცემის ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. აღნიშნული საგრანტო პროექტით, რომელიც მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვას შეეხება, 2016 წელს აეროპორტის მიმდებარედ მზის პანელები დამონტაჟდა. გრანტის მეორე ნაწილი ენერგოეფექტური ავტომობილების შესყიდვას მოხმარდა - 2 ერთეული საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას გადაეცემა, თითო - თითო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ილიას უნივერსიტეტს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობასა და ხალხს მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის, მათ შორის, საავიაციო ინდუსტრიაში მწვანე ენერგეტიკის ათვისება - დანერგვის მიმართულებით. მისი თქმით, მთავრობა დარგის მდგრად განვითარებას ახორციელებს, რაც საავიაციო ინდუსტრიის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას უწყობს ხელს.


„ჩვენ მივესალმებით საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიებში მწვანე ენერგიის გამოყენებას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია თბილისის აეროპორტში, სადაც იაპონიის მთავრობის დახმარებით, მზის პანელები დამონტაჟდა. ამავე გრანტით ჩვენ გადმოგვეცა ენერგოეფექტური სატრანსპორტო საშუალებები - ესეც კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია. მწვანე ტრანსპორტის დანერგვით ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ სათბური აირების ემისიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.      



„იაპონია მიზნად ისახავს ემისიების მინიმიზაციას 2050 წლისთვის და ხელს უწყობს მსოფლიოს დეკარბონიზაციას მოწინავე ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. ამიტომაც გვიხარია საქართველოსთან პარტნიორობა. ამ ოთხი მანქანის შენაძენი კლიმატის ცვლილების საკითხების მიმართ საქართველოს ერთგულების კიდევ ერთი ძლიერი დემონსტრირებაა, - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ. მისი თქმით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) 2016 წელს განახორციელა „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტი და მათ გრანტის ფარგლებში გადაწყვიტეს მოეძიებინათ დამატებითი დაფინანსება ოთხი ენერგოეფექტური მანქანის შესაძენად. „იმედი მაქვს, რომ ეს პარტნიორობა საქართველოსთან ხელს შეუწყობს ჩვენი ამბიციური მიზნების მიღწევას, - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.

 


თეგები:
იაპონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up