ICC Georgia მთავრობას, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის დაუყოვნებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

ICC Georgia მთავრობას, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის დაუყოვნებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

access_time2022-06-18 12:00:47

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC Georgia) საქართველოს მთავრობას ევროკომისიის მიერ, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროსაბჭოსადმი გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად, დაუყოვნებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ICC Georgia-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიზეზებზე საუბრობს.

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატაში მიაჩნიათ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები ევროსაბჭოსადმი, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გასაკვირი არ ყოფილა.

„უკვე წლებია საქართველოში შეიმჩნევა პოლიტიკური დევნა, ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესების შევიწროება და გაკოტრება, კრიმინალის მკვეთრი ზრდა, კორუფცია, ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი, უცხოელი ინვესტორების დისკრიმინაცია, ქსენოფობია, ექსტრემისტული ჯგუფების წახალისება, ადამიანის უფლებების დარღვევა, მედიის მფლობელების დევნა და მთლიანად დისფუნქციური სასამართლო სისტემა, რომელიც ხელისუფლებას ფეხქვეშ ჰყავს გათელილი, ყველაფერ ამას საერთო არაფერი აქვს ძირითად ევროპულ ღირებულებებთან.

“მიგვაჩნია, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის მიერ დანიშნულ მთავრობას; ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საქართველოს ბევრ ბიზნეს-ლიდერს ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა ამჟამინდელ ვითარებაში, იმიტომ რომ წლების განმავლობაში წინ ვერ აღუდგნენ მთავრობას და საკუთარი ბიზნეს ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე პრიორიტეტულად მიიჩნიეს; ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნა ქართველების უმრავლესობის სურვილია; იმ ქართველებისა, რომლებსაც მთავრობის პოლიტიკით ატყუებდნენ ბოლო 9 წლის განმავლობაში“,
-  განმარტავს  საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი.

ICC Georgia მიმართავს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი არაგონივრული პოლიტიკა და მიიღოს დაუყოვნებელი ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების განსახორციელებლად, რათა ქართველებს მიეცეთ შანსი მალე გახდნენ ევროპის ნაწილი.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სავაჭრო პალატა მსოფლიოში უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციაა, რომელიც 46 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას აერთიანებს. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად გადის კონსულტაციებს გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G7, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up