საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე და მომღერალი ია ჩანტლაძე თბილისის ისტორიულ უბანში სასტუმროს აშენებენ. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა და პროექტი თბილისის მერიასთან უკვე შეათანხმა. არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ იციკ მოშე 62 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.
ობიექტზე 12 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელდება. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა 30 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი. თბილისის ძველ უბანში სასტუმროს მშენებლობა 2 წელში დასრულდება.პროექტის განაშენიანების ფართობი 1628 კვ.მ. ხოლო საერთო ფართობი 1176 კვ.მ.
ბაჩო ადამია