იენს სტოლტენბერგი - ჩვენ განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი ისეთი პარტნიორების პრაქტიკული მხარდაჭერა, როგორიც არის ბოსნია-ჰერცოგოვინა და საქართველო

იენს სტოლტენბერგი - ჩვენ განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი ისეთი პარტნიორების პრაქტიკული მხარდაჭერა, როგორიც არის ბოსნია-ჰერცოგოვინა და საქართველო

access_time2022-06-15 15:00:00

ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი ისეთი პარტნიორების პრაქტიკული მხარდაჭერა, როგორიც არის ბოსნია-ჰერცოგოვინა და საქართველო, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„ამ სახიფათო სამყაროში, ჩვენ NATO უფრო ძლიერი უნდა გავხადოთ და უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს. ეს არის ის, რასაც ჩვენ, თავდაცვის მინისტრებთან მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრებზე გავაკეთებთ. დღეს საღამოს, ჩვენ შევხვდებით უკრაინის, საქართველოს, შვედეთის, ფინეთისა და ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებს. ეს არის უკრაინის თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვისთვის შესაძლებლობა, რომ უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების შესახებ განახლებული ინფორმაცია მოგვაწოდოს. მოკავშირეები მზად არიან, რომ გააგრძელონ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც უკრაინას სჭირდება, მძიმე იარაღისა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღის ჩათვლით. ჩვენ ასევე განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორებისთვის პრაქტიკული მხარდაჭერა, როგორიც არის ბოსნია ჰერცეგოვინა და საქართველო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.


კითხვაზე, თუ რას უნდა ველოდოთ საქართველოსთვის NATO-ს მადრიდის სამიტზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ უკრაინაში სასტიკი შეჭრის ფონზე საქართველოსთვის დახმარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.



„საქართველო ლიდერებთან შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია. ვფიქრობ, ეს სოლიდარობისა და NATO-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. მე ვფიქრობ, რომ უკრაინაში სასტიკი შეჭრის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეებმა თავიანთი მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ გააძლიერონ, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე დაუცველები არიან. რა თქმა უნდა, საქართველოც ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. რუსეთი საქართველოს გარკვეულ ადგილებში უკვე შეიჭრა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს. ველოდები, რომ მოკავშირეები პრაქტიკული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდებიან, რათა გაიზარდოს საქართველოს უნარი, რომ რუსეთის ინტერვენციას წინ აღუდგეს“, - დასძინა სტოლტენბერგმა.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up