ილია დარჩიაშვილი - „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021“-ის შესაბამისად, საქართველომ 9 ადგილით გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი და ხელშესახები  შედეგია

ილია დარჩიაშვილი - „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021“-ის შესაბამისად, საქართველომ 9 ადგილით გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგია

access_time2021-11-10 12:00:00

შვეიცარიული საერთაშორისო ანალიტიკური კომპანიის მიერ „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021“-ის შესაბამისად, საქართველომ 9 ადგილით გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგია საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021“-ის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველო 9 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს საუკეთესო მეოთხედში 41-ე ადგილზეა.


ილია დარჩიაშვილის თქმით, მსოფლიო საინვესტიციო რუკაზე საქართველოს ცნობადობისა და ქვეყნისადმი მიზიდულობის გაზრდის თვალსაზრისით, საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში.


„აღნიშნული კვლევის მიხედვით, საქართველო გამოირჩევა კვლევაში მონაწილე ნატოს და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებთან მიმართებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსია, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს რეფორმების ახალი ფაზა ანტიკორუფციული თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.


მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაცია Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021 (GCI) გამოაქვეყნა. რეიტინგში საქართველო 9 ადგილით დაწინაურდა,მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა, მსოფლიოში 41-ე ადგილზე დასახელდა, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 40 საუკეთესოში კი 38-ე პოზიციაზე გავიდა.


კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 9 სახელმწიფოს.


ინდექსი ეფუძება მიზნობრვად შერჩეულ მონაცემთა 43 ნაკრებს, რომელსაც ექსკლუზიურად აწარმოებს 11 საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტი:


1. The UN

2. The OECD

3. The World Justice Project Organisation


4. The FATF

5. The Economist Intelligence Unit (EIU)

6. The World Bank

7. The Basel Institute on Governance

8. Transparency International

9. The International Budget Partnership (IBP)

10. The Global Initiative

11. The World Economic Forum (WEF)++


GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე და 2 - ფინანსურ დანაშაულზე:


1. ძირითადი კონვენციების რატიფიკაციის სტატუსი (OECD, გაერო)

2. საჯარო კორუფციის აღქმის დონე (Transparency International's Corruption Index, World Bank, World Justice Project )

3. საჯარო და კერძო კორუფციის შესახებ გამოკითხვები (Transparency International's Global Corruption Barometer, World Bank's Enterprise Survey)

4. ქვეყნის მახასიათებლები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული კორუფციასთან

5. ფინანსური დანაშაულის შეფასების სტანდარტები

6. ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება



თავის მხრივ ინდიკატორები დაყოფილია მონაცემთა 4 ჯგუფად: მოქალაქის ხმა და გამჭვირვალობა; მთავრობის ფუნქციონირება და ეფექტურობა; სასამართლო კონტექსტი; პოლიტიკური კონტექსტი.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up