იმისთვის, რომ შევძლოთ დავეწიოთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ მატარებელს, საჭიროა ევროპული პოლიტიკური პროცესი, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წერს, რითაც ის გუშინ რუსთაველის მოედანზე უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანის მიერ გამოთქმულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ჯანელიძე აცხადებს, ევროპული პოლიტიკური პროცესი მხოლოდ ჯანსაღ საპარლამენტო პროცესს გულისხმობს.
რა ტექნიკური მთავრობა?! რა არახამია?! რა უკრაინის დახმარება ევროინტეგრაციაში? ვინ ეკითხება უკრაინას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?!…
იმისთვის, რომ შევძლოთ დავეწიოთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ მატარებელს, საჭიროა ევროპული პოლიტიკური პროცესი. ევროპული პოლიტიკური პროცესი კიდევ გულისხმობს ჯანსაღ საპარლამენტო პროცესს. რაც არ უნდა რთულად ჩანდეს ამ მიზნის მიღწევა, სხვა გზა წარმატების არ არსებობს.
ხალხის ძალა და ენერგია, რომელიც მობილიზებულია, უნდა მიემართოს საარჩევნო სისტემის სასწრაფოდ გასაუმჯობესებლად და პლურალისტური პარლამენტის ასარჩევად, - წერს ჯანელიძე სოციალურ ქსელში.