ინფორმაცია, თითქოს საქართველომ შეცვალა საბაჟო პროცედურები სიმართლეს არ შეესაბამება - შემოსავლების სამსახური

ინფორმაცია, თითქოს საქართველომ შეცვალა საბაჟო პროცედურები სიმართლეს არ შეესაბამება - შემოსავლების სამსახური

access_time2023-04-19 22:30:37

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოს მხრიდან შეიცვალა საბაჟო პროცედურები და ქვეყანამ მხოლოდ ახლა დაიწყო დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულება, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში ძვირადღირებული ავტომობილების შეტანას, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების მე-4 პაკეტის დაწესების დღიდან - ნებისმიერი ტიპის საქონელი, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ მოხვედრილია სანქციების სიაში, საქართველოს მხრიდან მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

 

„საერთაშორისო სანქციების მე-4 პაკეტის დაწესების დღიდან - ნებისმიერი ტიპის საქონელი, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ მოხვედრილია სანქციების სიაში, საქართველოს მხრიდან ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს.

 


დღეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით, გავრცელდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული მორიგი ტყუილი და დეზინფორმაცია - თითქოს საქართველოს მხრიდან შეიცვალა საბაჟო პროცედურები და ქვეყანამ მხოლოდ ახლა დაიწყო დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულება, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში ძვირადღირებული ავტომობილების შეტანას.  

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ არანაირი ცვლილება საბაჟო რეგულაციებში არ განხორციელებულა და როგორც ტრანზიტი, ისე ექსპორტი და რეექსპორტი ხორციელდება საერთაშორისო წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი.

 

საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით განვმარტავთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და G7-ის წევრ ქვეყნებთან ერთად, ჯერ კიდევ 2022 წლის 15 მარტს მიიღო სანქციების მე-4 პაკეტი, რომლითაც აიკრძალა  ფუფუნების საგნების ექსპორტი აღნიშნული ქვეყნებიდან რუსეთის ფედერაციასა და  ბელარუსში, მათ შორის, ძვირადღირებული მსუბუქი ავტომობილებისა და მოტოციკლების შეტანა.  

 

კერძოდ, აიკრძალა ევროკავშირიდან ავტომობილების პირდაპირ ან ირიბად რუსეთის ფედერაციაში გაყიდვა, გადაცემა, მიწოდება ან ექსპორტი ნებისმიერ იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის თუ ავტომობილის ღირებულება აღემატება 50 000 ევროს ან მოტოციკლეტის თუ მისი ღირებულება აღემატება 5000 ევროს, აგრეთვე  აიკრძალა  აშშ-დან მსუბუქი ავტომობილების რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში მიწოდება,  თუ ავტომობილის ღირებულება აღემატება 50 000 აშშ დოლარს ან მოტოციკლეტის თუ მისი ღირებულება აღემატება 5000 აშშ დოლარს.

 

სანქციების მე-4 პაკეტის დაწესების დღიდან - ნებისმიერი ტიპის საქონელი, მათ შორის,  მსუბუქი ავტომობილები/მოტოციკლეტები, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ მოხვედრილია სანქციების სიაში, საქართველოს მხრიდან ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს“, - ნათქვამია განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up