ინფორმაცია, თითქოსდა  ელჩებმა შეხვედრაზე სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანა მოითხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება - რატი ბრეგაძე

ინფორმაცია, თითქოსდა ელჩებმა შეხვედრაზე სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანა მოითხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება - რატი ბრეგაძე

access_time2023-02-28 20:00:05

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა  ელჩებმა შეხვედრაზე სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანა მოითხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება:


„მედიის მხრიდან იყო საუბარი იმის შესახებ, თითქოსდა ევროკავშირის წარმომადგენლებისგან იყო დაყენებული მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანის შესახებ. შემდეგ თითქოსდა გაისმა ისეთი ლოზუნგი, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიყვანოთ საზღვარგარეთ და მე ამის შესახებ საკმაოდ კორექტული ფორმით ვახსენე, რომ დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელებული 3 ინფორმაცია  იყო სიმართლესთან შეუსაბამო, გამოვხატე პატივისცემა მედიის თავისუფლების მიმართ, თუმცა, აღვნიშნე ისიც, რომ, რა თქმა  უნდა, საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული. მე შეგნებულად არ გამოვიყენე გუშინ სიტყვა „ტყუილი" და ვიმედოვნე, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაინც მოერიდებოდნენ, კერძოდ, იმას არ დააბრალებდნენ, რაზეც მათ საერთოდ არ უსაუბრიათ". 



რატი ბრეგაძის თქმით,  თავად ელჩებიც განმარტავენ, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და ადგილი ჰქონდა დეზინფორმაციას.


„მოგვიანებით, ასევე, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია უკვე თითქმის მტკიცებითი ფორმით, რომ თითქოსდა შეხვედრაზე ელჩებმა მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანა, რაც, ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.


თეგები:
ბრეგაძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up