Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა

Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა

access_time2020-02-09 10:30:43

Instagram-ის გენერალური დირექტორი ადამ მოსერი Twitter-ზე წერს, რომ სოციალურ ქსელს ახალი ფუნქცია დაემატა. კერძოდ ცვლილება შევიდა „ხელმომწერთა“ განყოფილებაში.

ახალი ფუნქციის თანახმად, მომხმარებლებისთვის ხელმომწერები გვერდზე კატეგორიებად გაყოფილი გამოჩნდება. მომხმარებელი თავად გადაწყვეტს, თუ რომელ კატეგორიას მიაკუთვნოს ხელმომწერის პროფილი.

„ახალი ფუნქცია Instagram-ის შემოსავლებს გაზრდის“, - აცხადებს ადამ მოსერი. 

up