იოსებ არჩვაძე - გაძვირებული იმპორტი რომ არა, ინფლაციის დონე 2021 წლის ოქტომბერში არ გადააჭარბებდა 4.0-4.5 პროცენტს

იოსებ არჩვაძე - გაძვირებული იმპორტი რომ არა, ინფლაციის დონე 2021 წლის ოქტომბერში არ გადააჭარბებდა 4.0-4.5 პროცენტს

access_time2021-11-03 14:35:13

„ინფლაციის ასეთი მაღალი ტემპის მიზეზი რამდენიმეა. გარე ფაქტორები დიდწილად განაპირობებს ხარჯების ინფლაციას - ადგილი აქვს იმ ნედლეულისა და პროდუქციის გაძვირებას, რომლის ტრადიციული იმპორტიორია საქართველო. მთლიანობაში, რომ არა გაძვირებული იმპორტი, ჩვენი შეფასებით, ინფლაციის დონე 2021 წლის ოქტომბერში არ გადააჭარბებდა 4.0-4.5 პროცენტს,“ - ასე გამოეხმაურა საკუთარ ფბ გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელს, რომელმაც, აგვისტოს მსგავსად, 12.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით ინფლაცია 1.3 პროცენტია, რაც ივლისის თვის ანალოგიურია.



იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, მარტო ნავთობპროდუქტების გაძვირების ხარჯზე გასული წლის საშუალო დონესთან შედარებით იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტების იმპორტი ჩვენ წელს დაახლოებით 300 მილიონი დოლარით უფრო ძვირი გვიჯდება. ამასთან, იმპორტირებული ნავთობპროდუქტების გაძვირება აისახება როგორც უშუალოდ - ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის გაძვირებაში, ისე გაშუალებულად - სატრანსპორტო მომსახურების გაძვირებაში და ამის საფუძველზე - ფაქტობრივად ყველა პროდუქტის თვითღირებულების (შესაბამისად, ფასების) მატებაში.



ნავთობპროდუქტების გარდა, ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიო ბაზარზე გაძვირდა: მარცვლეული - 1.3-ჯერ, შაქარი - 1.5-ჯერ, ზეთი - 1.6-ჯერ. მარტო ამ სამი დასახელების პროდუქციის იმპორტი ქართულ მხარეს წელს შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარით ძვირი უჯდება. მთლიანად FAO -ს შეფასებით, გლობალურ ბაზრებზე სურსათის ფასების ინდექსი ბოლო ერთი წლის მანძილზე 33%-ით არის გაზრდილი.




„გასათვალისწინებელია, ის გარემოებაც, რომ გასულ წელთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი სასაქონლო დანიშნულების კონტეინერებისა და სატრანსპორტო საშუალებების ფრახტის ღირებულება (5-ჯერ და მეტად), რაც ზრდის ტრანსპორტირების ხარჯებს და საბოლოო ჯამში, იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებას. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, საბიუჯეტო შემოსავლების კლება და მისი გაზრდილი დეფიციტი, ტურისტული ინდუსტრიიდან შემოსავლების ჯერადი (თითქმის 6-ჯერადი!) შემცირება ასევე აისახა სამომხმარებლო ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსსა და გაზრდილ ინფლაციაში,“ - აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.



მისი მოსაზრებით, ფასების ზრდაზე შედარებით ნაკლებად, მაგრამ თავისი გავლენა ასევე მოახდინა ქვეყანაში ეკონომიკის გამოცოცხლებამ და დამატებითი სამუშაო ადგილების ზრდამ. ამ უკანასკნელმა ასახვა პოვა მოსახლეობის დასაქმებული ნაწილის შემოსავლებისა და შესაბამისად, გადახდისუნარიანი მოთხოვნის ზრდაში, რამაც, თავის მხრივ, ფასების გარკვეული მატება განაპირობა.



„იმპორტირებულ ინფლაციის პირობებში მოსახლეობის ერთობლივი მოთხოვნისა და მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფაში თავისებური ანტიდოტის როლს ასრულებს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთიდან სამშობლოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები, რომელთა მოცულობა დაახლოებით ¾-ით აჭარბებს იმპორტის გაძვირების მაჩვენებელს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ადრესატი საქართველოში შინამეურნეობების მხოლოდ მცირე ნაწილია, ინფლაციის მაღალი ტემპი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის რჩება ძირითად ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ გამოწვევად,“ - წერს იოსებ არჩვაძე.



ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ეროვნული ბანკის მონეტარული განაკვეთი საკმაოდ მაღალ დონეზეა (10%), რაც ინფლაციის დათრგუნვაში მისი შემდგომი ზრდის ალბათობას საკმაოდ ამცირებს. მისი თქმით, ინფლაციის მაკროეკონომიკური და სოციალური სიმწვავის შემცირებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის დაცვისა და ზრდის უზრუნველყოფაში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების აუცილებლობას და მნიშვნელობას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up