თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის, - ასე გამოეხმაურა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.
„თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის. რა თქმა უნდა, მას არ აქვს ადგილი მსგავსი განცხადებებისთვის და აბსოლუტურად კარგად იქნება მათ გარეშე, ვინც ასე იქცევა ევროპის მიმართ“, - წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი.
შეგახსენებთ,რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ევროპის სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ: „მე ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ. აი ეს არის მთავარი მიზანი, ჩემო მეგობრებო, ყველას მინდა მოგმართოთ. ამიტომ ჩვენ, ქართველებს, უნდა გვეყოს კეთილგონიერება. უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, მაგრამ მაგარი სიმტკიცე და სიფხიზლე, რომ არ დავუშვათ არც ერთი პროვოკაცია.