ირაკლი ბერაია - საქართველოს რეგიონების ოკუპაციით რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო დღის  წესრიგს

ირაკლი ბერაია - საქართველოს რეგიონების ოკუპაციით რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო დღის წესრიგს

access_time2021-08-07 17:01:25

ოკუპაცია არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი გამოწვევა, უმწვავესი პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენი­ ქვეყანა დგას. დღეს, აგვისტოს ომიდან 13 წლისთავზე, ოკუპაცია კვლავ გრძელდება, გრძელდება ჩვენი მოქალაქეების უფლებათა უხეში დარღვევა,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომელიც გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საყოველთაო მტკივნეული ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა აგრესორმა სახელმწიფომ პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, დაასრულოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს და შეწყვიტოს საერთაშორისო დღის წესრიგისთვის ძირის გამოთხრა.

„რუსეთი ამას ახორციელებს ჰიბრიდულ კამპანიასთან ერთად, რაც საფრთხის შემცველია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისა და ევროატლანტიკური სივრცისთვის. მიუხედავად რუსეთის აგრესიული ქმედებებისა, საქართველო აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის მთავარი ამოცანაა ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია, ჩვენი საზოგადოებების შერიგება, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, არაღიარების პოლიტიკის განხორციელება. ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებებით აქვს პროგრესი. მიუხედავად ამისა, ოკუპაცია კვლავ გამოწვევად რჩება და მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია. საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს რეგიონების ოკუპაციით რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო დღის წესრიგს", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up