ირაკლი ჩიქოვანი - არ შეიძლება ზუგდიდი მორიგ ჯერზე გახდეს პოლიტიკური საჯილდაო ქვა

ირაკლი ჩიქოვანი - არ შეიძლება ზუგდიდი მორიგ ჯერზე გახდეს პოლიტიკური საჯილდაო ქვა

access_time2021-08-25 23:20:00

„არ შეიძლება ზუგდიდი მორიგ ჯერზე გახდეს პოლიტიკური საჯილდაო ქვა, ჩვენ ვირჩევთ ზუგდიდს, ჩვენ ვირჩევთ გუნდს, რომელსაც ძალუძს, გაგრძელდეს ის განვითარება, რომელიც დღეს გვაქვს, ზუგდიდი კიდევ უფრო გაძლიერდეს და კიდევ უფრო მეტად წარმატებული ადამიანების სახლი იყოს“ - განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა „ქართული ოცნების“ ზუგდიდიდ მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას წარდგენაზე.



ირაკლი ჩიქოვანმა მამუკა წოწერიას მიმართა და აღნიშნა, რომ უდიდესი ვალდებულება და პატივია, იყო არჩეული ზუგდიდელების მიერ და ემსახურო ზუგდიდს, რომელსაც სტაბილური და თანმიმდევრული განვითარების გაგრძელება სჭირდება.



„ჩემთვის უდიდესი პატივია ვემსახურო ზუგდიდს, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელმაც შეეძლო ამ ქალაქისთვის მოეტანა სტაბილური თანმიმდევრული განვითარება. არ შემიძლია არ გავიმეორო ის სიტყვები, რომელიც პრემიერ მინისტრმა აქ გააჟღერა და ახსენა ის რთული პერიოდი, რომელიც ამ ქალაქმა გამოიარა, სამწუხაროდ ყოველ ჯერზე ქართული ისტორიის ქარტეხილების პირობებში ზუგდიდი იყო ერთ-ერთი ის ქალაქი და მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე დიდი სირთულითა და სიმძიმით გამოირჩეოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ხალხი, ეს საზოგადოება არ ტყდება. ეს ადამიანები, ვინც ჩვენ ვქმნით ზუგდიდს და ვცხოვრობთ ზუგდიდში, მონდომებულები ვართ იმისთვის, რომ ვიშრომოთ და კიდევ უფრო მეტი სიკეთე შევქმნათ მომავალი თაობებისთვის.




ჩემო მამუკა, უდიდესი ვალდებულება და უდიდესი პატივია იყო არჩეული ზუგდიდელების მიერ და ემსახურო ზუგდიდს. ზუგდიდს დღეს სჭირდება სტაბილური და თანმიმდევრული განვითარების გაგრძელება. ის რაც აქამდე ხდებოდა ეს არის მიღწევა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ საერთო შრომით გუნდის მხარდაჭერით და ზუგდიდი მართლაც იბრუნებს იმ სილამაზეს, იმ სიძლიერეს, რომელიც მას აქამდე ჰქონდა და ხდება საქართველოში ერთ ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ცენტრი. ამიტომაც, კიდევ ერთხელ როდესაც ჩვენ წარვდგებით არჩევნებზე ზუგდიდელების წინაშე, რა თქმა უნდა ის წლები, რომელიც გამოვიარეთ იყო გარკვეული გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ვერ და არ შეედრება, ის, რაც დღეს ზუგდიდში კეთდება ნებისმიერ სხვა დროს რაც ყოფილა ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. ჩემო ზუგდიდელებო, კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ, აუცილებლად ვიაქტიუროთ, რა თქმა უნდა დავიცვათ ყველა ის მოთხოვნა რომელიც პანდემიიდან გამომდინარეა, მაგრამ აუცილებლად ვიაქტიუროთ! არ შეიძლება ზუგდიდი მორიგ ჯერზე გახდეს პოლიტიკური საჯილდაო ქვა, ჩვენ ვირჩევთ ზუგდიდს, ჩვენ ვირჩევთ გუნდს, რომელსაც ძალუძს, რომ ის განვითარება, რომელიც დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს გაგრძელდეს, ზუგდიდი კიდევ უფრო გაძლიერდეს და კიდევ უფრო მეტად წარმატებული ადამიანების სახლი იყოს“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up