ირაკლი ღარიბაშვილი - 1-ელ ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ირაკლი ღარიბაშვილი - 1-ელ ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

access_time2021-09-03 15:10:00

ჩვენ უკვე 9 წელია, ერთად მოვდივართ და ამ პერიოდში 7 არჩევნები ჩავატარეთ და ღირსეულად და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ეს თქვენი დამსახურებაა, „ქართული ოცნების“ და ჩვენი ხალხის დამსახურებაა ის, რომ ჩვენმა ძალამ გაიმარჯვა 7 არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ტყიბულის მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით ხელშესახები პროგრესი იქნა მიღწეული.

„მინდა, გავიხსენო 1-ლი ოქტომბერი, ისტორიული გამარჯვება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, როგორი ქვეყანა ჩავიბარეთ, დღეს სად ვართ და სად გვინდა, ვიყოთ ხვალინდელ დღეს. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. საკმაოდ ხელშესახები პროგრესი გვქონდა ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა, კულტურა, სპორტი, განათლება, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ მიღწეული შედეგებით არ ვართ კმაყოფილი. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, გავაათმაგოთ ჩვენი ენერგია, ტემპები და კიდევ მეტი გავუკეთოთ ჩვენს ხალხს. „ქართულმა ოცნებამ" თავისი საქმითა და ხელწერით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასა და დემოკრატიულ მართვაზე. სწორედ ამ 8-წლიანმა პერიოდმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება, მშვიდად და სტაბილურად მართო შენი ქვეყანა და იზრუნო შენს მოსახლეობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის ისიც, რომ ოკუპაციის, მძიმე ეკონომიკური ვითარების და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის პირობებში, საკმაოდ რთულია ამ გამოწვევებთან გამკლავება, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და გეგმა და ვიცით, რა და როგორ გავაკეთოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა გაიზარდოს ყველა იმ პროგრამის მასშტაბი, რომელიც დაწყებულია.

„იქნება ეს „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ თუ უამრავი სხვა, რომლითაც ათასობით ბენეფიციარმა, ჩვენმა მოქალაქემ ისარგებლა. მათ შექმნეს დოვლათი და ეს სიკეთე გადანაწილდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. სწორედ ამ მიზნით, სერიოზული პროექტები გვაქვს დაწყებული. 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, 2,5 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად. მხოლოდ ეს პროგრამა შექმნის დამატებით 100 ათას ახალ სამუშაო ადგილს. 1000-ზე მეტი საწარმოს დაფინანსებას გულისხმობს ეს პროგრამა. გვაქვს ამბიციური გეგმები ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 17 მილიარდი ლარი დაიხარჯება მხოლოდ გზების კეთილმოწყობაში, მაგისტრალების მშენებლობაში. ამას გარდა, 9 მილიარდი ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი იმისთვის, რომ არც ერთი ქალაქი და არც ერთი სოფელი არ დარჩეს ხარისხიანი წყლის გარეშე. წყალი 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება და 3 ათასზე მეტ სოფელს არ მიეწოდება ხარისხიანი წყალი. გაზიფიცირების სამუშაოები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად დავაჩქარეთ და შევიყვანეთ გაზი. ისეთ სოფლებში დავაგეთ გზები, სადაც მანამდე, 30 წლის განმავლობაში არ დაგებულა. ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზა დავაგეთ და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ყველა მუნიციპალიტეტში, იქნებოდა ეს საქალაქთაშორისო თუ სოფლის შიდა გზები“, - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს საკმარისი არ არის და კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს, რადგან ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ეკონომიკური განვითარება.

„უნდა დავაჩქაროთ ტემპები, ათჯერ მეტი უნდა გავაკეთოთ და რაც მთავარია, დასაქმება, დასაქმება, დასაქმება. რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, მთავრობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ბიზნესის განვითარებას, იქნება ეს მსხვილი ბიზნესი, საშუალო თუ მცირე ბიზნესი. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი და პრიორიტეტი სწორედ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up