ირაკლი ღარიბაშვილი - 320-მა მოსამართლემ წერილობით დაადასტურა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, ვიდრე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყოფილა

ირაკლი ღარიბაშვილი - 320-მა მოსამართლემ წერილობით დაადასტურა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, ვიდრე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყოფილა

access_time2021-09-01 18:46:12

კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ციხეებში - პატიმრების, ჩვენი თანამოქალაქეების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება იყო ყოველდღიური ტრაგედია, ათასობით გაუბედურებული ოჯახი, რეალური ისტორიები, ეს ხომ არ არის მოგონილი, უტრირებული ლეგენდები, კონკრეტული ფაქტები, რომელიც იხილა მთელმა მსოფლიომ, როცა მოხდა ამ დამნაშავე, მჩაგვრელი, სადისტური და პირდაპირ უნდა ითქვას, მკვლელი რეჟიმის მხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.




„ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს. ასეთი მძიმე მემკვიდრეობის შემქმნელები, დღეს გამოდიან და კიდევ ჩვენზე ბედავენ რაღაც კრიტიკას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. თუნდაც, როდესაც ვსაუბრობთ სასამართლოზე, როგორ შეიძლება, დღევანდელი სასამართლო შეადარო 2012 წლის სასამართლოს. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაში. თვითონ მოსამართლეების მთელი კორპუსის განცხადებით, 320-მა მოსამართლემ წერილობით დაადასტურა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა. ეს არის ფაქტი, მეგობრებო. კიდევ მეორე ფაქტი, რაც მინდა, რომ შევახსენო ჩვენს მავნებელ და მატყუარა ოპოზიციას - ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის და ჯგუფის, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი შეესაბამება ევროკავშირის საერთო შეწონილ, საშუალო დამოუკიდებლობის სტანდარტს. უფრო მეტიც, ბევრ ევროპულ ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას, ღიად ვიტყვით ამას, ვასწრებთ ბევრი ნიშნულით. შესაბამისად, ეს პროგრესი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მიღწეული, არის ხელშესახები არის ღია და გამჭვირვალე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა. კიდევ გავაგრძელებთ სასამართლო რეფორმას, ყველა იმ რეფორმას, რომელიც დაწყებული გვაქვს, ბოლომდე მივიყვანთ და ამით კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up