ირაკლი ღარიბაშვილი - ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა

ირაკლი ღარიბაშვილი - ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა

access_time2021-11-09 23:00:00

მივესალმები ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორების ვიზიტს ბათუმის პორტში; მივესალმებით ამერიკულ სამხედრო ხომალდებს, მათ ეკიპაჟებსა და პირად შემადგენლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ამერიკულ ხომალდ „მაუნთ უიტნიზე იმყოფებოდა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.


„საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას ძალიან ძლიერი დატვირთვა გააჩნია. საქართველო არის გლობალური უსაფრთხოების ერთგული მოკავშირე და მონაწილე. ჩვენ კარგად გვესმის შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და გამიზნული გვაქვს ჩვენი მოკავშირეების დახმარება ამ მიმართულებით. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. სარდლობებს შორის თავსებადობა, პარტნიორობაზე კონცენტრირებული წვრთნები და კრიზისულ პერიოდებში ჩვენი ძალების გაერთიანება რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მეგობრებს შესაძლებლობა ექნებათ, ბათუმში ყოფნისას გაეცნონ ჩვენი ქვეყნის მდიდარ ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს. მინდა, ჩვენს სტუმრებთან ერთად, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს, თითოეულ ამერიკელს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გვერდით უდგას საქართველოს. ჩვენი მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩამობრძანებისთვის და წარმატებულ ვიზიტს გისურვებთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ამერიკული ხომალდების ეკიპაჟის წევრებს და პირად შემადგენლობას.


ამერიკულ ხომალდზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა და მეექვსე ფლოტის მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა ჯინ ბლექმა.



„მაქვს პატივი, ხომალდ „მაუნთ უიტნისა“ და „არლი ბურკის“ კლასის მართვად სარაკეტო გამანადგურებელ ხომალდ „პორტერს“ დავხვდე საქართველოში. ამ ხომალდების ეკიპაჟის და პირადი შემადგენლობის ბევრი წარმომადგენელი ამ მშვენიერ ქვეყანას პირველად ეწვია, თუმცა ეს ხომალდები აქ ბევრჯერ ყოფილან. ძალიან ვამაყობთ, რომ კვლავ დაბრუნდნენ დღეს. „მაუნთ უიტნიმ“ 2008 წლის სექტემბერში - რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის დროს - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან 17 ტონა მეტად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა. ეს იყო ამ ხომალდის პირველი შემოსვლა შავი ზღვის აკვატორიაში და შეხედეთ, რამდენად წინ წავიდა ამ პერიოდში საქართველო. ამ დიდებული ხომალდების ისტორია და მათი ეკიპაჟების შესაძლებლობები და მიღწევები შთამბეჭდავია. ეს ვიზიტი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები და საქართველო პარტნიორების რანგში ერთგულნი არიან უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდეისადმი. ერთი თვე არც არის გასული შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტისგან, რომელმაც ბრძოლის ველზე ქართველ მეომრებთან ერთად ყოფნა გაიხსენა და მადლიერება გამოხატა მათდამი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების და მოკავშირეების მეომრებთან ერთად 22 ათასზე მეტი ქართველი მონაწილეობდა წვრთნებსა და ბრძოლებში. ამ ხომალდების ეკიპაჟები და პირადი შემადგენლობა შეერთებულ შტატებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ინტეგრირებული საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო ოპერაციები განახორციელონ სამხედრო და ჰუმანიტარული მისიით, როდესაც მოგვმართავენ და როდესაც საჭირო ვხდებით მსოფლიოში. თქვენი აქ ყოფნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მადლობას გიხდით - ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ვიცე-პრემიერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, თავდაცვის ძალების მეთაურო, საზღვრის დაცვისა და საზღვაო პატრულირების სამსახურების ხელმძღვანელებო ამ ვიზიტის ხელშეწყობისთვის და - რაც უფრო მნიშვნელოვანია - უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის ძლიერი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა.


საქართველოს და ბათუმს ამერიკული ხომალდებისა და ეკიპაჟების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა ვიცე-ადმირალმა ჯინ ბლექმა.


„საქართველოს მხარდაჭერას უშუალოდ შეაქვს წვლილი საერთო საზღვაო უსაფრთხოებაში შავი ზღვის რეგიონში. მასპინძელმა ქალაქმა ჭეშმარიტი სითბოთი და მასპინძლობით მიიღო ჩვენი მეზღვაურები, ეკიპაჟები და პირადი შემადგენლობა. მე დიდად ვაფასებ ამას. მადლობას ვუხდი ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებს და ქართველ ხალხს შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიების მხარდაჭერისთვის. საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება. შეერთებული შტატები განუხრელად ერთგულია მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნებისადმი და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარების სფეროში დახმარებისადმი. თქვენი წვლილი უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში იმის დასტურია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და საზღვაო აკვატორიაში საერთო ინტერესები და ფასეულობები გაგვაჩნია. საქართველოში გასულ თვეში ვიზიტის დროს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა - „საქართველომ განუხრელად და მყარად დაუჭირა მხარი შეერთებულ შტატებს ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა განვამტკიცო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“. ამერიკის საზღვაო ძალები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებსა და მოკავშირეებთან - მათ შორის საქართველოსთან - ერთად აძლიერებს საზღვაო უსაფრთხოებას და სტაბილურობას შავი ზღვის რეგიონში. არც ერთ ქვეყანას ძალუძს ცალკე საფრთხეებთან გამკლავება და ამდენად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ექვსი ერის საზღვაო ფლოტის სახელით მადლობას ვუხდი საქართველოს ამ შესაძლებლობისთვის, რაც ჩვენს ურთიერთობებს აძლიერებს“, - აღნიშნა ვიცე-ადმირალმა ჯინ ბლექმა.


ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up