ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი არ იქნება საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი - არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი არ იქნება საქართველოში

access_time2022-06-06 17:20:00

არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი არ იქნება საქართველოში, ჩვენ და ჩვენს ხალხს გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის შუაგულში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა ევროპას არ ჰქონია და გასაგებია უკრაინის მიმართ ევროპელების სკეპტიკური დამოკიდებულება.



პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ამ პროცესში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა და ევროკავშირისგან სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას ელოდება.


„ჩვენ კარგად გვესმის და მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ არ არის მარტივი სიტუაცია, ბუნებრივია. დღეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა ევროპას არ ჰქონია. ევროპის შუაგულში, ევროპაში ყველაზე დიდ სახელმწიფოში, უკრაინაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც არა მარტო უკრაინას და მის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს, არამედ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას. რეალურად, ეს მთელი მსოფლიო წესრიგის დიდი გამოწვევაა. ამიტომ, ამ რეალობაში, ბუნებრივია, არსებობს სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებაში, იმიტომ, რომ მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება, შეტანა ევროპაში. პრობლემების მთელი რიგი სხვა მიმართულებები არსებობს, რომელიც ომს და ომთან დაკავშირებულ საფრთხეებს უკავშირდება. ამ პროცესში ჩვენ, საქართველომ, შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა. მოგეხსენებათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი არ იქნება საქართველოში. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენ და ჩვენს ხალხს. ეს არის ჩვენი დაკვეთა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამაში ჩვენ ვერავინ შეგვაცვლევინებს აზრს. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ჩვენს დასახულ გეგმას, მიზანს. ჩვენი მთავარი გზამკვლევი ამ პროცესში, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება, ასოცირების შეთანხმება, (DCFTA), იგივე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის 45% ჩვენ შესრულებული გვაქვს. აი, ამ ნიშნითაც ლიდერი სახელმწიფო ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის და ასევე, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის. თავისუფალი ვაჭრობის შესრულების ნაწილში 50% ზე მეტი გვაქვს შესრულებული. მთელი ის ვალდებულებები, რომელიც არის ნაკისრი, გვაქვს პირნათლად შესრულებული, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და სხვა უამრავი მიმართულება. იგივე, უვიზო რეჟიმის მიღებისთვის ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ და ახლა, რა თქმა უნდა, დავაგვირგვინეთ, ჩვენი დაპირება, რომელიც 2024 წელს უნდა შესრულებულიყო, 2024-ში ვაპირებდით ამის შეტანას, მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვადაზე ადრე შევიტანეთ განაცხადი. კიდევ ერთხელ, ველოდებით ჩვენი ევროპელების ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up