ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში მონაწილეობას მიიღებს

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში მონაწილეობას მიიღებს

access_time2023-01-19 10:30:21

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში, კერძოდ დავოსში, სადაც იმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. ერთის მხრივ, პრემიერ-მინისტრი მართავს შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან, ხოლო მეორე მხრივ შეხვედრები არის სხვადასხვა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატითა და გარემოთი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში განაცხადა.



მისივე თქმით, პარალელურად პრემიერი მონაწილეობს მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც იმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

„პარალელურად პრემიერი იღებს მონაწილეობას მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც იმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. დისკუსიები, რომლებშიც უკვე მიიღო პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა, ეს იყო ლიდერების არაფორმალური ლანჩი, სადაც განხილული იქნა გლობალური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, სადაც ლიდერები საუბრობდნენ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ერთი მხრივ გამოწვევებს, რომელიც არსებობს მსოფლიოში და მეორე მხრივ, როგორ მოხდეს მაქსიმალური კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა ქვეყნებმა ერთი მიმართულებით, სწორი პრიორიტეტების მიხედვით იხელმძღვანელონ.




მეორე დისკუსია, რომელიც გაიმართა ასევე ლიდერების მონაწილეობით და საქართველოს წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრი, შეეხებოდა ახალი ენერგორეალობის საკითხს და მნიშვნელობას. როგორც იცით, დღეს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი და ლიდერები ამ მიმართულებით საუბრობდნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნების მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია, რათა ახალ გარემოში ძალიან აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებმა, ენერგორესურსების ეფექტურად დივერსიფიკაციისა და მაქსიმალური გადანაწილებისთვის ქვეყნებს შორის,"- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.



საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში, ყველაზე მნიშვნელოვან დისკუსიაში, სხვა ლიდერებთან ერთად.



„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში, ყველაზე მნიშვნელოვან დისკუსიაში, რომელშიც მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას, ეს არის საკითხი, თუ როგორ გადაიქცა ევრაზიის შუა კორიდორი ბილიკიდან გზატკეცილამდე. აღნიშნულ დისკუსიაში ასევე მონაწილეობას იღებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ხოლო დისკუსიას მოდელირებას გაუწევს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი. დისკუსიების მთავარი მიზანია, რომ დავანახოთ მსოფლიოს ის პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენს რეგიონს და თუ რა როლის შეტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს იმისთვის, რომ კიდევ უფრო განმტკიცდეს ევროპის ენერგოუსაფრთხოება და რომ კიდევ უფრო მოხდეს დივერსიფიცირება იმ ენერგორესურსების, რომელიც მიეწოდება ევროპას,"- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up