ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა  7 არჩევნები, ხალხი მართლაც დაიღალა

ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა 7 არჩევნები, ხალხი მართლაც დაიღალა

access_time2021-08-26 18:20:00

ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე არ იქნება არავითარი განვითარება - არც სპორტის, არც სკოლების, არც ახალი კულტურის სახლების თუ სტადიონების, არც ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების, ხიდების, სკოლების მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, თორნიკე ჯანაშიას წარდგენისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, მოახლოებულ არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.



„მავანნი ცდილობენ, დააკნინონ მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა და როლი. ამ დროს ეს ასე არ არის, მოსახლეობა ირჩევს საკუთარ მმართველს ლოკალურ დონეზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რომლებიც შემდგომი 4 წლის განმავლობაში საკუთარი მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და გამოწვევებს მოემსახურებიან. თითქმის ყოველ წელს, ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შვიდი არჩევნები, ხალხი მართლაც დაიღალა ერთი და იგივე საარჩევნო კამპანიებით და ამ რაღაც პოლიტიკური დუღილით. ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, რომ მოვიგოთ ძლიერად მოახოლოებული თვითმმართველობის არჩევნები და შემდეგი სამი წელი გვქონდეს რეალურად აღმშენებლობის, განვითარების და წინსვლის წლები საქართველოში. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ სოფლის მეურნეობის აღდგენას, აღორძინებას, ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ბოლო რვა წლის განმავლობაში, მანამდე სოფლის მეურნეობას აბსოლუტურად არავინ აქცევდა ყურადღებას - იყო მოჩვენებითი, ფრაგმენტული, რაღაც გამოვლინებები, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ რეალური ინვესტირება და სოფლის მეურნეობის ძირეული, საფუძვლიანი აღორძინება, რომელიც ასევე დანგრეული იყო და ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო რეალურად ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.




ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 7 მილიარდი ლარის ინვესტირება იგეგმება სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად.



„ადგილობრივი წარმოების განვითარებაში 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ, რომელითაც დაახლოებით ათასზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება. სოფლის მეურნეობის ამ პროგრამების გაფართოებით, უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცემა პროგრამებს, როგორიც არის დანერგე მომავალი, შეღავათიანი აგროკრედიტი, აწარმოე საქართველოში და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა, რომელიც უკვე წარმატებით არის აპრობირებული, ჩვენ მოსახლეობამ ამის თაობაზე უკვე იცის და ძალიან ბევრ ბენეფიციარს აქვს გამოყენებული აღნიშნული პროგრამა. მასშტაბი უნდა გავაფართოოთ - მაქსიმალურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გავწეროთ ყველა ეს პროგრამა და თითოეულ რეგიონს, თითოეულ მუნიციპალიტეტს მოვარგოთ, იქ არსებული რესურსის და პოტენციალის გათვალისწინებით. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ავტომატურად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის დასაქმებას, მეტი დოვლათის და მეტი კეთილდღეობის შექმნას ჩვენი მოსახლეობისთვის, აი, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up