ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩვენ გამოვიძიეთ ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩვენ გამოვიძიეთ ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე

access_time2021-09-17 23:45:32

ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩვენ გამოვიძიეთ ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე, მათ შორის ე.წ კასრების საქმე, სადაც არნახული, წარმოუდგენელი სისასტიკისა და სადიზმის ამსახველი კადრები ვიხილეთ ჩვენ და საზოგადოებამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მეგის ქარდავა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როდესაც წარმოუდგენელი სისასტიკით ეპყრობოდნენ ადამიანებს, მხოლოდ ერთ-ერთი შემსრულებელი იყო.

„ყველამ იხილა, თუ რაოდენ სასტიკად ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ერთი ძალიან მოკლე ფრაგმენტი მინდა გავახსენო მოსახლეობას. ამ მასალის შემადგენელი ნაწილი იყო ერთ-ერთი სრულიად უდანაშაულო ადამიანის წამების ფაქტი, რომელიც აღბეჭდილი იყო მათ მიერ ვიდეოფირებზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში ჩაჰყავდათ ადამიანები და ნებისმიერი ჩვენების მისაღებად მიმდინარეობდა არაადამიანური, სასტიკი წამება და გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც შეიძლება ადამიანს დამართოს არაადამიანმა, რადგან ეს ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია. მინდა, ეს ისტორია შევახსენო მოსახლეობას და აღვნიშნო, თუ რა ძალასთან გვიწევს ჩვენ დღეს შერკინება და რა ძალა იბრძვის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. დავალება იყო, რომ ამ ადამიანს თავის თავზე უნდა დაებრალებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია - რაღაც ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა. წაიყვანეს, მოიტაცეს ოჯახიდან, ფეხმძიმე მეუღლეს სცემეს, რომელსაც შემდგომ მუცელი მოეშალა, წაიყვანეს ადამიანი, საშინელებები დამართეს, წაიყვანეს გამაუპატიურებელი ადამიანი, რომელსაც 55 ლარი გადაუხადეს, ეს ყველაფერი დადასტურებულია გამოძიებით. ამის შემდეგაც ვერ მიიღეს სასურველი ჩვენება, რადგან ამ ადამიანმა გაუძლო ამ საშინელებებს და დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს და ამით გაუშვეს ციხეში. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება და ეს არის მათი ხელწერა. რა თქმა უნდა, მეგის ქარდავა არ იყო ერთი, ის იყო ერთ-ერთი შემსრულებელი. ასევე, მინდა გავიხსენო სააკაშვილის ერთ-ერთი მიმართვა ჯარის მიმართ, ასეთი კაცი ხელმძღვანელობდა სამხედრო პოლიციას. მე შემთხვევით არ გამიხსენებია სერგო თეთრაძე, რომელიც სამხედრო პირი, პოლკოვნიკი იყო. ის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს, თითქოს იყო რუსეთის ჯაშუში, წაიყვანეს, აწამეს, საშინელებები დამართეს, აღარ მინდა გავიმეორო და ტკივილი მივაყენო მის ოჯახს და ასე წამებით მოკლეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up